ოქრო ყველგან და ყოველთვის პოპულარული იყო მიუხედავად მოდისა – მისი ბრწყინვალება იზიდავს თვალს, ოქროს მცირე დეტალიც კი ეფექტურად გამოიყურება, ხოლო ასოციაციები ყველას ერთნაირი აქვს – ის სიმდიდრის სიმბოლოა. საახალწლო ინტერიერი ოქროსფერში – ნამდვილად კლასიკური გადაწყვეტაა და ალბათ, კიდევ უამრავი საუკუნის განმავლობაში იქნება პოპულარული.

ეს პოსტი პირველია სერიიდან “ახალი წლის ფერთა პალიტრა” და მასში მოცემულია საახალწლო ინტერიერის დეკორირების უამრავი იდეა ერთი წამყვანი ფერით – ოქროსფერით.

ოქროსფერის სიუხვე არასადღესასწაულო დღეებში გადამეტრებული და დამღლელიც შეიძლება იყოს, ახალი წლის ღამისთვის კი სწორედ რომ შესაფერისია. ოქრო ხომ, ასე ვთქვათ, საღამოს ლითონია 😉

არსებობს ოქროსფერის სხვადასხვა ფაქტურა და შეფერილობები: აბრეშუმისებური, პრიალა და მქრქალი, მბრწყინავი, მოთეთრო, მოვარდისფრო და ბევრი სხვა, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ სახლის საახალწლოდ მოსაწყობად.

დაათვალიერეთ იდეების საახალწლო კოლექცია ოქროსფერი აქცენტებით. იმედია, ამ იდეათაგან ერთ-ერთის განხორციელება არა მხოლოდ გაალამაზებს თქვენი სახლის ინტერიერს, არამედ ფინანსური კეთილდღეობასაც შემოიტანოს თქვენს სახლში.

საახალწლო ინტერიერი ოქროსფერი აქცენტებით:









როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ოქროსფერი პალიტრით:





საახალწლო დეკორის დეტალები ოქროსფერ ტონებში:














