კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიგასწავლით ხრიკებს, თუ როგორ აითვისოთ სივრცე მაქსიმალურად - სასარგებლო რჩევები პატარა ბინის...

გასწავლით ხრიკებს, თუ როგორ აითვისოთ სივრცე მაქსიმალურად – სასარგებლო რჩევები პატარა ბინის ეფექტურად მოსაწყობად

პატარა ბინა შეიძლება იყოს გამოწვევა, როდესაც საქმე ეხება სათავსოებსა და სწორ დაგეგმარებას. ცოტაოდენი კრეატიულობითა და ორგანიზებულობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემები. 

გთავაზობთ ხრიკებს, რათა ეფექტურად მოაწყოთ თქვენი პატარა ბინის ინტერიერი:

  • გამოიყენეთ სივრცე იატაკიდან ჭერამდე

როდესაც ცდილობთ მაქსიმალურად გაზარდოთ შეზღუდული კვადრატული მეტრის ყოველი სანტიმეტრი, იფიქრეთ ვერტიკალურად.

ეს ეხება ტანსაცმლის კარადებს, სამზარეულოსა და წიგნის თაროებსაც კი. თუ პატარა სივრცე გაქვთ, ნებისმიერი კარადა დაამონტაჟეთ იატაკიდან ჭერამდე, რათა მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე და გქონდეთ საკმარისი სათავსო. 

  • დამალეთ არეულობა კალათებში

ნაქსოვი კალათები თქვენი საუკეთესო მეგობარია, როდესაც საქმე ეხება სწრაფ, იაფ და მოქნილ სათავსოს. მათ შემოაქვთ ტექსტურული ელემენტი და შესანიშნავი საშუალებაა ცარიელი კუთხის ან სივრცის შესავსებად. ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად მათ ფუნქციური დატვირთვაც აქვთ. გამოიყენეთ ისინი არეულობის სწრაფად მოსაშორებლად, ან ყოველდღიური ნივთების შესანახად, როგორიცაა ფეხსაცმელი ან სეზონური აქსესუარები.

  • გამოიყენეთ კედლის სივრცე

პატარა კარადის ორგანიზებისას, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კედლებიც, დაკიდოთ მასზე ზედმეტი ნივთები. ეს მოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცაა ქუდები, შარფები, სამკაულები, ქამრები და სხვა. ეს მეთოდი გაათავისუფლებს თაროებისა და უჯრის ადგილს და მოხერხებულად შეინახავს თქვენს საყვარელ ნივთებს, რომლებზეც ხელი მარტივად მიგიწვდებათ.

Hats hanging on a closet wall

  • გამოიყენეთ სათავსო პუფები

იმისთვის, რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ მოწესრიგებული სივრცე, უმჯობესია გამოვიყენოთ მრავალმხრივი ავეჯი, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. სათავსო პუფს აქვს დამალული ადგილი ისეთი ნივთების შესანახად, როგორიცაა პლედები, წიგნები ან ბალიშები, მაგრამ ის ასევე მუშაობს, როგორც ყავის მაგიდა ან ჩამოსაჯდომი ადგილი. 

  • მოაშორეთ დასუფთავების ხელსაწყოები იატაკს

დასუფთავების ხელსაწყოები, როგორიცაა მტვერსასრუტები, საწმენდები და ცოცხები იატაკზე ძალიან დიდ ადგილს იკავებს, რის გამოც მათი სწორად ორგანიზება მნიშვნელოვანია. დაამაგრეთ ისინი კედელზე კარადაში ან გაიტანეთ აივანზე, რათა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ დამალული და შორს.

  • ჩამოკიდეთ მცენარეები

ვისაც მცენარეები ძალიან გიყვართ, მაგრამ სახლში დიდ ადგილს გართმევთ, გასწავლით გამოსავალს – ჩამოკიდეთ ისინი ჭერზე. გამოიყენეთ სპეციალური მექანიზმები, რითაც მარტივად და უსაფრთხოდ შეგიძლიათ მცენარის დაკიდება. ამგვარად, სახლში სივრცესაც გაათავისუფლებთ და თქვენს ინტერიერს განსხვავებულ და ორიგინალურ იმიჯს შეჰმატებთ. 

  • გამოიყენეთ საორგანიზაციო კონტეინერები
READ  სოკოვანი პნევმონია ძალიან რთული სამკურნალოა...

დიდი შანსია, რომ ნახევრად ცარიელი ყუთები იკავებს ძვირფას ადგილს თქვენს სამზარეულოს კარადებში. დაცარიელეთ ყუთები, როგორიცაა ჩაის პაკეტები, და მოაწყეთ ისინი გამჭვირვალე კონტეინერებში, რაც გაადვილებს შიგნით არსებულის დანახვას და უზრუნველყოფს კომპაქტურ შენახვას.

Tea bags in a clear organizer

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები