პარასკევი, მაისი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ

ელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ

Pelican Chair დიზაინერი ფინ იულის მიერ დაპროექტებული სავარძლის საკულტო დიზაინია, რომელიც პირველად 1940 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის სკამი უჩვეულო ფორმითა და მყარი ფეხებით გამოირჩეოდა, რაც მას ავანგარდულ სტილს ანიჭებდა. იულმა ის პირველად კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც სიურეალიზმის იდეებით შთაგონებულმა დიზაინმა გამოფენის სხვა მონაწილეები აღაფრთოვანა.

ელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ | შენი ინტერიერი

2001 წელს იულის ავეჯის სახლში დაიწყო იმავე პროდუქტის განსხვავებული, შედარებით რბილი მოდელის წარმოება, რომელსაც სკულპტურული ფორმები აქვს და შესანიშნავად ჯდება თანამედროვე ინტერიერში.

ელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ | შენი ინტერიერი

თამამი, ელეგანტური და მიმზიდველი სკამი სწორედ ისაა, რაც განსაკუთრებით უხდება სკანდინავიურ ინტერიერს, რის გამოც ის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი ნივთია. აღსანიშნავია, რომ იგი იდეალურად ერგება Pelican-ის მაგიდასა და დივანსაც.

ელეგანტური და მიმზიდველი სკამი, რომელიც გაგაოცებთ | შენი ინტერიერი

Pelican Chair-ის განსხვავებული მოდელების ფასი $5000-დან იწყება და რიგ შემთხვევებში $10000-მდეც აღწევს.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://www.homeis.ge/pelican-chair/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ფერთა კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები