სახლის ინტერიერის დიზაინი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული სივრცეების შექმნის ხელოვნებაა. ის მოიცავს: ფერების სქემებს, ავეჯის და მის განლაგებას, განათებას, აკუსტიკას და სხვა უამრავ დეტალს, რომელიც თქვენ სახლს განუმეორებელ ელფერსა და სიმყუდროვეს სძენს.
ინტერიერი არ არის მხოლოდ სახლის ვიზუალური მხარე, ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არქიტექტურაში. საბოლოო ჯამში, სივრცის ვიზუალს და მისი მოწყობის სპეციფიკას დიდი გავლენა აქვს თქვენი სახლის ფუნქციონალურობაზე.
სწორად და ლამაზად დაპროექტებული სახლი ცხოვრების ყოველდღიური აურზაურისგან ჩვენი საიმედო თავშესაფარია. ამიტომ გახსოვდეთ, რომ სახლის ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ გარეგნობა – ეს არის სივრცის შექმნის ოსტატობა. სწორად დაგეგმილი ინტერიერი გაძლევთ სივრცე, რომელიც კარგად გამოიყურება და ამავდროულად ფუნქციურიც არის.
ინტერიერის დიზაინის მრავალი სტილი არსებობს და თითოეულს საკუთარი უნიკალური მახასიათებლები აქვს. თითოეულ სტილს სახლში სხვადასხვა განწყობა და ხასიათი შემოაქვს.
სივრცის გამოყენება დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, როდესაც შიგნით ვართ. ამიტომ, ნებისმიერი ახალი შენობის, ან რემონტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც არქიტექტურა, ასევე ინტერიერის დიზაინი.
სახლი არის ადგილი სადაც ვმუშაობთ, გვძინავს, ვერთობით და ვცხოვრობთ. ასეთ სიტუაციაში, ყოველი კუთხე, ყველა ობიექტი, რომლითაც ჩვენ გარშემორტყმული ვართ, რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
ადამიანებს, რომლებსაც სახლში უფრო მეტი დროის გატარება უწევთ, ცდილობენ ბუნებასთან კავშირის გამყარებას. სწორედ ამ მოთხოვნილებამ წარმოშვა ბუნებით შთაგონებული ზედაპირები და ობიექტები – ქვის ჭურჭელი, ტერაკოტა, მარმარილო, ტრავერტინი. ყველა ეს და ბევრი სხვა მასალა გამოიყენება სააბაზანოებში, ავეჯისთვისა და დეკორატიული ნივთებისთვის. გადაუმუშავებელი, ფოროვანი, ორგანული მასალების ნედლეული, მათი არასრულყოფილი ბუნება შიდა სივრცეს მეტ სიღრმესა და სულს მატებს და გარე სამყაროს დამამშვიდებელ, აღმდგენ ატმოსფეროს წარმოქმნის, რაც დღევანდელი სწრაფი ცხოვრების რიტმის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
წყარო:https://alphahome.ge