პარასკევი, მაისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობანახეთ, რატომ არის თბილისი ალექსანდრე დიუმას თქმით, ლეგენდების და რომანტიკის ქალაქი

ნახეთ, რატომ არის თბილისი ალექსანდრე დიუმას თქმით, ლეგენდების და რომანტიკის ქალაქი

ალექსანდრე დიუმა ამბობდა, თბილისი ლეგენდებისა და რომანტიკის ქალაქიაო. თბილისის დაარსების ლეგენდა მოგიყვება, V საუკუნეში როგორ დაედევნა დაჭრილ ხოხობს სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო, როგორ იპოვეს დახოცილი ფრინველები გოგირდის ცხელ წყალში და როგორ ბრძანა მეფემ ამ ადგილზე ქალაქის, სახელად თბილისის, დაარსება. ეს თბილისის ქალაქად ქცევის ამბავია, თორემ ადამიანის ცხოვრება აქ სათავეს ძვ.წ. IV-III ათასწლეულიდან იღებს.

გოგირდის ის ცხელი წყლები ახლა თბილისის განთქმულ გოგირდის აბანოებშია მოქცეული და ქალაქის უძველეს, აბანოთუბანს და ორთაჭალას, თუნდაც მათ მოსანახულებლად უნდა ეწვიო. ჭრელი აბანოები თბილისური ეგზოტიკის შეგრძნების საუცხოო შესაძლებლობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ გასაოცარ ეფექტზე, რომელსაც ის შენს ჯანმრთელობაზე მოახდენს.

ძველი თბილისი ბევრი თვალსაზრისით გამორჩეული უბანია. აქ ერთ ქუჩაზე ნახავ რამდენიმე კონფესიის სალოცავს – მართლმადიდებლურ ტაძარს, მეჩეთსა და სინაგოგას. ეს თბილისის მრავალეთნიკური ისტორიის სურათია – იმ ადამიანური სიყვარულის, რომელსაც ქართველები სხვა ერების მიმართ იჩენდნენ და იჩენენ. თბილისის ძველ უბნებში ასეთი თანაცხოვრების კიდევ არაერთ მაგალითს წააწყდები.

16 Things to Do in Tbilisi's Old Town: Your 2024 Guide

ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავ ქართული, რომაული, არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული და სხვა არქიტექტურის ისეთ ბუნებრივ შერწყმას, როგორსაც თბილისში. ეს სურათი სრული სისავსით რომ აღიქვა, ქალაქს ნარიყალას ან მეტეხის სიმაღლიდან უნდა გადმოხედო. მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ამ არქიტექტურულ ჰარმონიაში უამრავ ისტორიულ ძეგლსა და თანამედროვე შენობას აღმოაჩენ – ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხესიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ, ვიტრაჟულ თბილისურ ეზოებს და ა.შ.  

უფრო თანამედროვე თბილისი რუსთაველის გამზირიდან იწყება, სადაც XIX-XX საუკუნეების დახვეწილ, ევროპულ არქიტექტურას ნახავ. აქვეა მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები თუ უმაღლესი დონის სასტუმროები თავისი რესტორნებითა და კაფე-ბარებით, სადაც ქართული გასტრონომიის შედევრებს უნიკალურ ქართულ ღვინოებთან ერთად დააგემოვნებ. ქართული სამზარეულოსთვის გემოს გასინჯვას ქალაქის, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეძლებ, თუმცა თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ რომელიმე ქართველის ოჯახში გაშლილ სუფრასაც აუცილებლად მიუჯდები და, ქართული კერძების გარდა, თამადის ქართულ ინსტიტუტსაც გაუგებ გემოს.

READ  თუ დამიჯერებთ კარგია, არ დამიჯერებთ, გზა დიდია… – გიორგი ფხაკაძე

თბილისში მოგზაურობისას არ დაგავიწყდეს მტკვარზე ტივით გასეირნება, ბოტანიკური ბაღისა და ლეღვთახევის ჩანჩქერების, კუსა და ლისის ტბების მონახულება და, რაც მთავარია, ფუნიკულიორზე ასვლა – არა მხოლოდ ატრაქციონებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მისი სიმაღლიდან თბილისი ხელისგულზე გადაშლილს ჰგავს.

Tbilisi, Georgia - Sep 22, 2018. Aerial view of Tbilisi, Georgia. Tbilisi  is the capital and the largest city of Georgia Stock Photo - Alamy

წყარო

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები