პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

მეხუთე საუკუნიდან საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ რელიგიურმა მოტივებმა ქართველთა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა, მათ შორის – მათ სახლებსა და ინტერიერის დიზაინზე. ხატების კუთხე, ქრისტიანული ნიშნები, შანდლები თუ სანთლები უამრავ ქართულ სახლში შეიძლება, შენიშნოთ. ერთ-ერთი წესი, რომელსაც ინტერიერის დიზაინის ცვლილებისას მორწმუნეები კითხვის დასმის გარეშე ემორჩილებიან ნათლისღებამდე (ანუ 19 იანვრამდე) ნაძვის ხის აღებაა, თუმცა, სანტერესოა, აქვს თუ არა ამ ჩვეულებას ქრისტიანული საფუძველი?

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

როგორც სასულიერო პირები იუწყებიან, ასეთ მკაცრ შეზღუდვას და წესს, რომ ნათლისღებამდე საახალწლო დეკორაციები სახლიდან უნდა გავაქროთ, ქრისტიანული საფუძველი არ აქვს. ეს უფრო ხალხური ტრადიციაა, რომელიც თაობების განმავლობაში ქართველებმა წესად გაიხადეს – 14 იანვრის, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გენერალურად ვალაგებთ და ვემზადებით სხვა დღესასწაულებისთვის, მათ შორის, ნათლისღებისთვის, რაც ბევრად უფრო ლოგიკურსა და მოსახერხებელს ხდის ნაძვის ხის აღებას იქამდე, სანამ სახლი კვლავ სტუმრებით აივსება.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

აღსანიშნავია, რომ ფენ შუის მიხედვით, ახალ წელს ჩინური კალენდრით, ანუ თებერვალში უნდა შევხვდეთ. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების თებერვლის ბოლომდე სახლში გაჩერება გამართლებულია.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

საერთო ჯამში, სადღესასწაულო პერიოდში ინტერიერის დიზაინის ცვლილება ჩვენივე გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ არ არსებობს რაიმე აუცილებლად დასამორჩილებელი წესი, რომელიც ჩვენი სურვილების საპირისპიროდ წასვლასა და დეკორაციების მომავალი წლისთვის მჭიდრო ყუთებში ჩალაგებას გვაიძულებს.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის დემენციის გავრცელება თითქმის 20 მილიონ შემთხვევამდე გაორმაგდეს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები