ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიროგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ოთახში ფერების გამოყენებით

როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ოთახში ფერების გამოყენებით

რამდენიმე ფერი, რომელიც ოთახში არსებულ მცირე სივრცეს უფრო დიდად მოგაჩვენებთ

პატარა ოთახებს თავისი ხიბლი აქვთ, რადგან ისინი ძალიან მყუდროა, თუმცა მათი ვიზუალურად გადიდების სურვილი ხშირად გვიჩნდება. არსებობს მრავალი გზა იმისთვის, რომ ოთახი უფრო დიდი და ფართო გამოჩნდეს და ამაში ყველაზე მეტად სწორი ფერების შერჩევა დაგეხმარებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ კედლებისთვის გამოყენებული ღია ფერები ოპტიკურად აფართოებს ინტერიერს, ხოლო მუქი ფერები მას უფრო პატარას ხდის. თუმცა ღია და მუქი ფერების კომბინაციამ შეიძლება ასევე ძალიან კარგი ეფექტი მოგვცეს.

 

სივრცის გაფართოება ფერების მეშვეობით

 

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცივ ფერებს თვალი ისე აღიქვამს, თითქოს ისინი დიდი მანძილითაა დაშორებული, ხოლო თბილი ფერები – პირიქით. სწორედ ამიტომ, დიზაინერები კედლებისთვის შედარებით ცივი ფერების გამოყენებას გვირჩევენ.

გთავაზობთ სამ ფერს, რომელიც ოთახში დამატებითი სივრცის შექმნაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.

თეთრი

 

სივრცის გაფართოება ფერების მეშვეობით

 

პატარა ოთახის ვიზუალურად გაფართოების მცდელობისას ყველაზე ხშირად გამოიყენება თეთრი ფერი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ოდესღაც “მხოლოდ თეთრი” იყო, ახლა მას უამრავი ტონალობა აქვს და სასურველი ეფექტისთვის მისი სხვადასხვა ფერის ჩრდილებთან დაკავშირება შეგიძლიათ. შესაძლოა ვარდის, ვანილის ან პასტელის ლურჯი ფერების გამოყენებაც.

ლურჯი

 

სივრცის გაფართოება ფერების მეშვეობით

 

ფართო ინტერიერის შთაბეჭდილებას ლურჯი ფერების სიგრილეც ქმნის. ლურჯ ფერებში შეღებილი კედლები და ჭერი შედარებით დიდი ჩანს.

ღია ყვითელი

 

სივრცის გაფართოება ფერების მეშვეობით

 

თბილი, მოყვითალო ჩრდილები ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ყვითელი ფერის მუქი ტონალობები. ამავდროულად, ღია ყვითელი ფერები ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, მისი მუქი ტონები კი პირიქით – ავიწროებს ოთახს.

პატარა აპარტამენტებში მთელი იატაკი ერთ ფერში უნდა აირჩიოთ: მაგალითად, სააბაზანოსა და სამზარეულოს ფილებში ხალიჩის ლურჯი ფერი უნდა განმეორდეს. მხოლოდ კედლები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ფერებში ისე, რომ ბინა საკმაოდ მრავალფეროვანი და ამავე დროს დიდი ჩანდეს.

სწორი ფერების შერჩევა არა მხოლოდ ოთახის სივრცის გაფართოებაში დაგეხმარებათ, არამედ ის თქვენს სახლს წესრიგისა და დახვეწილობის ეფექტსაც შეუქმნის.

READ  სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

წყარო

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები