ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

7 პრაქტიკული რჩევა სამზარეულოს სრული ფართის ასათვისებლად

 

იქნება ეს ჰონგ-კონგში მდებარე კომპაქტური სტუდია, თუ მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი, სამზარეულოს დიზაინი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმისთვის, რომ კერძების მომზადების პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს – ყველა საჭირო ფუნქციისთვის ადეკვატური სივრცით და უსარგებლო მოძრაობების გარეშე. „ოქროს სამკუთხედის“ ან „სამზარეულო სამუშაო სამკუთხედის“ თეორია 100 წლის წინ იქნა ჩაფიქრებული, მაგრამ დღესაც ძალაში რჩება და გამოსადეგია როგორც განლაგების განსაზღვრაში, ასევე, ფუნქციების ორგანიზებაში. როგორც წესი, სამზარეულოს სამი ძირითადი ელემენტი უნდა განთავსდეს სამკუთხედის თითოეულ წვეროზე: ნიჟარა, მაცივარი და ღუმელი. ამ პრინციპების მიხედვით, სამკუთხედის თითოეული გვერდი 1.20-დან 2.70 მეტრამდე სიგრძის უნდა იყოს, ხოლო პერიმეტრი არ უნდა იყოს 3.96 მეტრზე ნაკლები და 8 მეტრზე მეტი.

რა თქმა უნდა, ამ ტიპის სამზარეულოს პრაქტიკაში განსახორციელებლად იდეალური სივრცისა და პროპორციების ქონა ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ, მჭიდრო სამზარეულოშიც კი, ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურობის გასაზრდელად სხვადასხვა გზები არსებობს. ამ სტატიაში, პირდაპირ Architonic-ის ყოვლისმომცველი კატალოგიდან, მოცემულია ნივთები, რომელსაც შეუძლია თქვენი სამზარეულოს სივრცე და ეფექტურობა გაზარდოს ისე, რომ ერთი კვადრატული მეტრის დამატებაც კი არ დაგჭირდებათ.

გამოიყენეთ კარადები

მრავალფეროვანი ჭურჭელი, სურსათი, ასევე, აქსესუარები სამზარეულოსთვის შეუცვლელია და ამ სივრცეში დიდ ადგილს იკავებს. მაგალითად, პორტატული მოწყობილობები სამზარეულოს ზედაპირზე იკავებს ძვირფას ადგილს, რომელიც, შეიძლება, საკვების დასამუშავებლად ან სერვირების მიზნით ჭურჭლის დასადებად იქნას გამოყენებული. ამიტომ, ჭურჭელი, ტაფები, საჭრელი დაფები და ტექნიკა, შეძლებისდაგვარად, კარადებში უნდა ინახებოდეს.

 

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

 

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

უჯრები ზედმეტი არასდროსაა

უჯრები შესანიშნავი საშუალებაა ისეთი პატარა აქსესუარების მოსათავსებლად, რომლებიც, შესაძლოა, კარადებში დაიკარგოს: დანა-ჩანგალი, ხის კოვზები, ბოსტნეულის გასათლელი და ა. შ. თუმცა, შეიძლება, რომ უჯრები ქაოსური გახდეს, თუ ისინი ზედმეტად გადავსებულია ან კარგად ორგანიზებული არ არის. ამ პრობლემის გამოსასწორებლად კი შეგიძლიათ უჯრების სივრცის დამყოფები გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

აითვისეთ ღია სივრცე

ყველაფერი უფრო ადვილია, როდესაც ხელთ სწორი ხელსაწყოები გაქვთ. სამზარეულოში კი გარკვეული საგნების ღია სივრცეში მოთავსებამ, შესაძლოა, თქვენი გამოცდილება გააუმჯობესოს. თქვენ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთების (მაგალითად, ჭურჭელი, მარილი, ზეითუნის ზეთი, წიწაკა, სანელებლები და ა. შ.) როგორც თვალისთვის, ასევე ხელისთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას მოთავსებით, შეგიძლიათ დრო და ძალისხმევა დაზოგოთ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

მიყუდების ნაცვლად, სჯობს ნივთები დაკიდოთ

ვინაიდან ხშირად გამოყენებული სივრცეები წმენდასაც ასევე ხშირად საჭიროებს, რეკომენდებულია, რომ კედელზე ნივთების მინიმალური რაოდენობა იყოს მიყუდებული. საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ ნივთების ჩამოსაკიდებლად გამოიყენოთ. მეტი სივრცის გასათავისუფლებლად, შეგიძლიათ ისინი კარადაშიც მოათავსოთ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

აქსესუარები, რომლებიც სივრცის დაზოგვაში და ცხოვრების გამარტივებაში დაგეხმარებათ

არსებობს აქსესუარები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, მაქსიმალურად შეამციროთ სივრცის გამოყენება როგორც უჯრებში, ასევე, კარადებში და, ამასთან, კერძების მომზადების პროცესს ამარტივებს. საზომი ჭიქა, დანის ჩასადები ან საგნები, რომლებიც წიგნის ან პლანშეტის დაბინძურების გარეშე რეცეპტის მარტივად წაკითხვის საშუალებას გაძლევთ, შესაძლოა, მარტივ გადაწყვეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ სამზარეულოში მათი გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

მობილური კომპონენტები იქ, სადაც საჭიროა

როდესაც სივრცე შეზღუდულია, მობილური კომპონენტების გამოყენება, შესაძლოა, კარგი ალტერნატივა იყოს. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ და მაშინ, როდესაც არ გჭირდებათ – უბრალოდ შეინახოთ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

კომპლექტები

მზა კომპლექტები საინტერესო ვარიანტია იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ერთ სივრცეში მოათავსოთ.

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურადროგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად

თითოეული სივრცის სპეციფიკის გააზრება წარმატებული პროექტის შექმნის საწინდარია. სამზარეულო არის სივრცე, რომელშიც თითოეული ელემენტი მთავარ როლს თამაშობს და სადაც თითოეული კვადრატული მეტრი კარგად უნდა იყოს გააზრებული. მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ეს რჩევები მარტივი ჩანდეს, მათი გათვალისწინებით, კერძების მომზადების პროცესი და სამზარეულოს ყოველდღიური რუტინა ბევრად მარტივი გახდება.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

8 November, 2024
დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 8, 2024
„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

10 ნოემბერი 2024
ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნა

ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნა

ნოემბერი 8, 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

ნოემბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
სპეციალური ქართული თარო სახელწოდებით “საქართველოს თარო”კატალონიის ბიბლიოთეკაში შეიქმნა

სპეციალური ქართული თარო სახელწოდებით “საქართველოს თარო”კატალონიის ბიბლიოთეკაში შეიქმნა

10 ნოემბერი 2024
თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

ნოემბერი 10, 2024
Trello – ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის

Trello – ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის

ნოემბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები