ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირემონტიროგორ დავიცვათ სისუფთავე სახლში, როცა შინაური ცხოველი გვყავს

როგორ დავიცვათ სისუფთავე სახლში, როცა შინაური ცხოველი გვყავს

მოწესრიგებული ბინა კომფორტულად ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო სისუფთავე სახლში არც ისე მარტივი დასაცავია, როცა ბინაში შინაური ცხოველი ცხოვრობს. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ჩვენი ბლოგი ნამდვილად გამოგადგებათ. აქ წაიკითხავთ რჩევებს, როგორ უნდა დაიცვათ და შეინარჩუნოთ ბინაში სისუფთავე ისე, რომ თქვენ კომფორტულად იყოთ, შინაური ცხოველი კი უსაფრთხოდ.

 

 

შინაური ცხოველის სისუფთავე

 

სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად პირველ რიგში აუცილებელია, თავად ცხოველი იყოს მოვლილი. შინაური ცხოველი სახლში გყავთ მაგრამ მისი გარეთ გაყვანა რეგულარაულად გჭირდებათ (რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ძაღლებს ეხება). ძაღლის შამპუნით ხშირად დაბანვა არ შეიძლება, თუმცა მხოლოდ წყლით სწრაფად ბანაობაც მოგცემთ შედეგს და თავიდან აგარიდებთ ბინის დაბინძურებას. ასევე, ყოველი გასეირნების შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ ძაღლისთვის თათების გასუფთავება. ყველა ცხოველს ცვივა ბეწვი, ბეწვის შესამცირებელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სავარცხლები, რომლებიც ძაღლებისთვისაც არსებობს და კატებისთვისაც. ეს სავარცხლები დაგეხმარებათ შინაურ ცხოველს ზედმეტი ბეწვი მოაშოროთ, რაც სახლის დაბინძურებას შეამცირებს.

 

 

როგორ შევარჩიოთ დივანი და მტვერასრუტი

 

როდესაც შინაური ცხოველი გვყავს, რთულია თავი ავარიდოთ, რომ დივანზე არ აძვრეს. გარკვეული მასალისგან დამზადებული დივანი კი შეიძლება ბეწვის ბუდედ იქცეს.

 

  • თუ დივანის ბეწვისგან დაცვა გსურთ, შეარჩიეთ ტყავისგან ან მჭიდროდ ნაქსოვი მასალისგან დამზადებული. შეიძლება დივანის შეცვლა არ გსურდეთ, ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შინაური ცხოველებისთვის შესაფერისი გადასაფარებელი, რომელიც დივანს მარტივად მოეხსნება და ხშირად გაირეცხება.
  • შინაური ცხოველის ყოლისას სახლში სისუფთავის შესანარჩუნებელი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მტვერსასრუტია. შეარჩიეთ ხასისხიანი მტვერსასრუტი, რომელიც შეძლებს ცხოველის ბეწვის და სუნის მოშორებას. მტვერსასრუტს აუცილებლად ძლიერი შეწოვის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისეთი ჯიშის ცხოველი გყავთ, რომელსაც აქტიურად ცვივა ბეწვი.

 

 

შინაური ცხოველის ნივთები

 

თქვენი შინაური ცხოველის რეგულარულად მოვლისა და სახლის დასუფთავების გარდა, მნიშვნელოვანია ცხოველის ნივთების მოვლაც. სახლში სისუფთავის დასაცავად ცხოველის სათამაშოები, საწოლი, საყელოები და სხვა ნივთები მუდამ სუფთა უნდა იყოს, ხშირად გაწმინდეთ თითოეული. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოველს აუცილებლად სჭირდება მისთვის განკუთვნილი საწოლი. მისი შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ წყალგამძლე იყოს და არ იწოვდეს სუნს.

 

 

ცხოველებისთვის უსაფრთხო საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები

 

სახლის დასუფთავებისას მნიშვნელოვანია ყურადღებით შეარჩიოთ საწმენდი საშუალებები, რადგან ზოგიერთი ნივთიერება შინაური ცხოველისთვის სახიფათოა და სერიოზულად შეიძლება ავნოს. მავნებელი ნივთიერებებია: სპირტი, ამიაკი და ეთერზეთები. თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ, მოარიდეთ ცხოველი და სანამ არ გაშრება არ გამოიყვანოთ. შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო საწმენდი საშუალებები:

 

  • AHP – დაჩქარებული წყალბადის ზეჟანგი უსარფთხოა შინაური ცხოველებისთვის და ზედაპირების დეზინფექცია უფრო ეფექტურად შეუძლია ვიდრე ჩვეულებრივ წყალბადის ზეჟანგს.
  • სარეცხი საპონი – შინაური ცხოველების დასაბანად გამოყენება არ შეიძლება, თუმცა მათი ნივთების გასარეცხად სრულიად უსაფრთხოა.
  • საკვები სოდა – შესანიშნავი საშუალებაა სუნის გასანეიტრალებლად.
  • ლიმონის წვენი და ძმარი – ორივე ძლიერი საწმენდი საშუალებაა და გამოიყენება როგორც ერთმანეთთან შერევით, ისე დამოუკიდებლადაც.

 

 

დამატებითი „ხრიკები“

 

ბლოგის ბოლოს წარმოგიდგენთ რამდენიმე დამატებით „ხრიკს“, რომელიც შინაური ცხოველის პატრონებს გამოგადგებათ:

 

1. დაფარეთ დაბალი ზედაპირები მუქი, პრიალა საღებავით. ასეთი საღებავს ცხოველის ცხვირისა და თათების ანაბეჭდი ნაკლებად ეტყობა.

2. წებოვანი გორგოლაჭი შინაური ცხოველის ყველა პატრონს უნდა ჰქონდეს სახლში. არსებობს ქსოვილები, რომლებსაც ხშირად ვერ გარეცხავთ და მათ გასაწმენდად კი წებოვანი გორგოლაჭი კარგი საშუალებაა.

3. მოათავსეთ ცხოველის საკვები და წყალი დახურულ სივრცეში, მაგალითად დაბალ უჯრაში. ამით თავიდან აირიდებთ, რომ საკვები და წყალი ცხოველის სათამაშო არ გახდეს, ნაკლები არეალი დაბინძურდება და მხოლოდ კონკრეტული ადგილის დასუფთავება მოგიწევთ.

წყარო:https://archi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა გაატაროთ უიქენდი ანტვერპენში

როგორ უნდა გაატაროთ უიქენდი ანტვერპენში

25 December, 2024
Patient Council Secretariat Initiative – Transforming Patient Engagement in Georgia

Patient Council Secretariat Initiative – Transforming Patient Engagement in Georgia

დეკემბერი 26, 2024
მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

26 დეკემბერი 2024
2025 წლის პირველი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

2025 წლის პირველი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

დეკემბერი 25, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
თელავის ისტორია

თელავის ისტორია

დეკემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ჩიას თესლი სწორად, წონის კორექციისთვის

როგორ მოვამზადოთ ჩიას თესლი სწორად, წონის კორექციისთვის

დეკემბერი 25, 2024
ჰოლივუდის ლეგენდა არნოლდ შვარცნეგერი როგორც სანტა კლაუსი

ჰოლივუდის ლეგენდა არნოლდ შვარცნეგერი როგორც სანტა კლაუსი

დეკემბერი 26, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

26 დეკემბერი 2024
რა სატრანსპორტო შეზღუდვა ამოქმედდება 1-ლი იანვრიდან თბილისში

რა სატრანსპორტო შეზღუდვა ამოქმედდება 1-ლი იანვრიდან თბილისში

დეკემბერი 25, 2024
რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი საახალწლო სიმღერით — All I Want for Christmas Is You

რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი საახალწლო სიმღერით — All I Want for Christmas Is You

დეკემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები