სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიროგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე

12 უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად

 

სიმყუდროვე სახლში არის სიმშვიდისა და კომფორტის გარანტია, რაც თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია. ჩვენი რჩევები თქვენს სახლში თბილი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

 

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

 

სწორი განათება

მყუდრო სახლის საფუძველი სწორი განათებაა. თითოეული ოთახისთვის ღირს ინტერიერის განათების სხვადასხვა სცენარების გათვალისწინება – სადღესასწაულო, რომანტიკული, ყოველდღიური და ა. შ. კარგია, როდესაც განათების მოწყობილობები სიკაშკაშის მაკონტროლებელი ფუნქციით არის აღჭურვილი. გაითვალისწინეთ ორი მარტივი წესი: ბრა და ტორშერი ყოველთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე ჭაღი, ხოლო სასადილო ოთახში განათება ზუსტად მაგიდის ზემოთ უნდა იყოს მოთავსებული.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

შინაური ცხოველები

ცნობილი ამერიკელი დიზაინერის, ჯონათან ადლერის რჩევის თანახმად, შინაური ცხოველი უნდა შეიძინოთ – რეალური თუ არა, დეკორატიული მაინც. დერეფანში კატის ან ძაღლის სკულპტურის მოთავსება ხელს შეუწყობს ბინაში სიმყუდროვის შექმნას და ყოველდღე გაგახარებთ, ხოლო თეთრეული ან დეკორატიული ბალიშები კატის გამოსახულებებით საძინებელში ყველაზე თბილ და გულწრფელ ატმოსფეროს შექმნის.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეები ინტერიერის გამოცოცხლებას და სიმყუდროვის შექმნას შეუწყობს ხელს. მცენარეების ალტერნატივა შეიძლება იყოს ქსოვილები და შპალერი ყვავილების ორნამენტებით ან ბოტანიკური დეკორით.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

მკვეთრი ფერის ბალიშები

რაც მეტი ნათელი, ფერადი და სხვადასხვა სახის ბალიშს მოათავსებთ დივანზე, მით უკეთესი. მყუდრო ინტერიერი რბილი ბალიშების გროვის გარეშე წარმოუდგენელია. ქსოვილების ყიდვისას არ დაგავიწყდეთ მათი გამოცდა შეხებით.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

ტექსტილის პანელები

მყუდრო საძინებლის მნიშვნელოვანი ელემენტია კედლები, გაფორმებული ქსოვილის პანელებით. ისინი მართლაც მდიდრულად გამოიყურება და დამატებით ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერიროგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

სახლის არომატები

სახლი თქვენი საყვარელი სურნელით აავსეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული სანთლები, რათა საკუთარ თავში რომანტიკული ან ბავშვობის სასიამოვნო მოგონებები აღძრათ.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

სარკეები

გამოიყენეთ სარკეები. ისინი ოთახის ზომას ვიზუალურად გაზრდის და ინტერიერის სინათლით ავსებაში დაგეხმარებათ.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

ცეცხლი

„გახსოვდეთ, სანთლები, ისევე, როგორც სასანთლეები, ზედმეტი არასოდეს არის“ –თქვა ცნობილმა დეკორატორმა – ანა მურავინამ. თუ სახლში ბუხარი არ გაქვთ, მისი იმიტაცია შექმენით.

READ  რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

სეზონური ტექსტილი

შექმენით დეკორატიული ბალიშებისა და ფარდების კომპლექტი ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის. ზამთარში შეგიძლიათ შალი და ხავერდი გამოიყენოთ, ხოლო ზაფხულში – ბამბა, აბრეშუმი ან ტილო.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

გენიალობა დეტალებშია

სახლში კომფორტის შექმნისას გახსოვდეთ წვრილმანები. ჩვევად აქციეთ თხევადი საპნის ლამაზ დისპენსერებში ჩასხმა. სამზარეულოში დაკიდეთ დაფა, რათა საყვარელ ადამიანებს შეტყობინებები და სამოტივაციო სიტყვები დაუტოვოთ. თუ საოჯახო ფოტოების გამოსაჩენ ადგილას მოთავსება გსურთ, ლამაზი ჩარჩოები შეიძინეთ.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

რეგულარულად მოიშორეთ უსარგებლო ნივთები

გათავისუფლდით არაესთეტიკური და გამოუსადეგარი ნივთებისგან. თუ ეს საყვარელი ადამიანების საჩუქრებია და ვერ გადააგდებთ, დამალეთ ისინი.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

სისუფთავე და წესრიგი

და ბოლოს, სახლს იდეალურად მოქმედი სანტექნიკა და სრულყოფილი სისუფთავე უნდა ჰქონდეს. ამის გარეშე კომფორტი წარმოუდგენელია.

როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე | შენი ინტერიერი

წყარო

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები