როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილას

0
382

დასაქმებულების დიდი ნაწილი სამუშაო დღეს ატარებენ სავარძელში მჯდომარე პოზაში. იდეალური სავარძელი ადვილად უნდა რეგულირდებოდეს ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა:

სავარძლის ზურგის დახრილობა;

სიმაღლე სავარძელსა და მაგიდას

შორის;

სიმაღლე იდაყვებსა და მაგიდის

ზედაპირს შორის;

სიმაღლე იატაკსა და სავარძელს

შორის;

სავარძლის წინა ნაწილის რელიეფი

და ა.შ

სავარძლები უნდა იყოს მობილური, ტრიალდებოდეს მსუბუქად და გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ.სავარძლის ზედაპირი გადაკრული უნდა იყოს მტკიცე ბუნებრივი მასალით. მხედველობაში მიიღეთ, რომარც ერთი სავარძელი, ისეთიც კი, რომელიც ერგონომიკულია, არ გამოდგება, თუ მას გამოვიყენებთ არასწორად. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ იცით, როგორ მოირგოთ სავარძელი საკუთარი საჭიროებისათვის. აგრეთვე გახსოვდეთ, სავარძლისარც ერთი სახის მდებარეობა არ შეიძლებაგამოვიყენოთ ხანგრძლივად. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად წამოდგომა. აუცილებელია შესვენება,რომ შემცირდეს დატვირთვა ზურგზე და გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა. მაგიდის სიმაღლის მარეგულირებლები დაგეხმარებათ, დღის განმავლობაში გამოიყენოთ სავარძლის სხვადასხვა ალტერნატიული პოზიციები. კარგ სავარძელს გადამწყვეტი დანიშნულება აქვს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისათვის და ხარისხიანი სამუშაოს შესრულებისთვის.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილას

საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ