რჩევები მყუდრო და რომანტიკული საძინებლის მოსაწყობად

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საძინებელი ოთახი ის სივრცეა, სადაც გძინავთ, ისვენებთ და იღდგენთ ძალებს. დასვენებასთან ერთად, ამ ოთახს დამატებითი ფუნქციაც შეგიძლიათ შეუთავსოთ და რომანტიკული გარემო შექმნათ. ჩვენი პატარა და მარტივი რჩევები დაგეხმარებათ მყუდრო და რომანტიკული საძინებელი ოთახის მოსაწყობად.

 

დაიწყეთ თეთრეულით

 

რჩევები მყუდრო და რომანტიკული საძინებლის მოსაწყობად

 

საძინებელ ოთახში რომანტიკული გარემო შემდეგი ელემენტებით შეგიძლიათ შექმნათ: რბილი თეთრეული, ნაზი განათება, სანთლები, რბილი ხალიჩები და აბრეშუმის ფარდები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა, ნაზი თეთრეულია, რომელიც კანთან შეხებისას ძალიან სასიამოვნოდ აღიქმება. აბრეშუმი, სატინი თუ ეგვიპტური ბამბა – ეს ის ბუნებრივი მასალებია, რომლებიც ხარისხიან და რბილ თეთრეულს ქმნიან.

 

დაამატეთ ტექსტურა

 

საძინებელ ოთახში ტექსტურას დიდი ყურადღება ექცევა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მას უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფერებს. ნაზი, რბილი მასალა სივრცეს სიღრმესა და მგრძნობელობას ანიჭებს. აბრეშუმის თეთრეული, ქაშმირის ფარდები, ხავერდით დაფარული სკამები ოთახში რომანტიკულ და ემოციურ გარემოს ქმნის.

 

ხალიჩა, როგორც აუცილებელი აქსესუარი

 

საძინებელში ხალიჩა დეკორის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ სივრცეში ხომ დეკორაციები არა მხოლოდ ვიზუალური კუთხით უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ სასიამოვნო ტექსტურაც ჰქონდეთ, რომლებთან შეხებისასაც თავს მშვიდად და მყუდროდ იგრძნობთ. ამ შეგრძნებებს შალის შემცვლელი, ვისკოზის ხალიჩა მოგანიჭებთ. თუ უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ, აბრეშუმიც იდეალური არჩევანი იქნება.

 

ითამაშეთ განათებით

 

ატმოსფეროს შექმნაში უდიდესი როლი განათებას უჭირავს. რომანტიკული გარემოს შესაქმნელად რეგულირებადი სანათები დაგჭირდებათ, რომელთა შუქსაც მაშინ შეამცირებთ, როდესაც მოგესურვებათ. დაიხმარეთ სხვა ტიპის განათებებიც, მათ შორის, იატაკის სანათურები და ბრები.

 

გაითვალისწინეთ ფერები

 

რჩევები მყუდრო და რომანტიკული საძინებლის მოსაწყობად — ფოტო 2

 

განათებასთან ერთად, ოთახში განწყობას ფერიც ქმნის. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ყველაზე მეტად რომანტიკულ ატმოსფეროს წითელი ფერი ქმნის. წითელი მართლაც უკავშირდება ენერგიასა და სიყვარულს, თუმცა საძინებელ ოთახში მისი ზემოქმედება სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, შემდეგ კი უკვე გაღიზიანებას იწვევს. უმჯობესია, გამოიყენოთ უფრო რბილი ფერები დამამშვიდებელი ტონებით, როგორებიცაა, პასტელური ვარდისფერი, ცისფერი და რბილი ნაცრისფერი.

READ  10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

 

ყურადღებით შეარჩიეთ აქსესუარები

 

თუ თქვენი მიზანი რომანტიკული გარემოს შექმნაა, კედლის დეკორაციები სწორედ ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ. ყვავილების, ლანდშაფტებისა თუ მდინარეების პეიზაჟები საუკეთესო არჩევანი იქნება, რომელიც საძინებელ ოთახს სივრცულობით, ხასიათითა და რომანტიკით აავსებს.

 

სხვადასხვა სურნელება

 

რჩევები მყუდრო და რომანტიკული საძინებლის მოსაწყობად — ფოტო 3

 

რომანტიკულ ატმოსფეროს სხვადასხვა სასიამოვნო სურნელება ქმნის. სურნელოვანი სანთლები, ახალი ყვავილები რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს. სინთეტიკურ სუნამოებსა და სურნელებებთან შედარებით, არჩევანი ესენციურ ზეთებზე შეარჩიეთ. მაგალითად, მუშკისა და ლავანდის ზეთები საძინებელ ოთახში სასიამოვნო სურნელებას დააყენებს.

წყარო

ძილის ხარისხი 2026

სიბნელე + სიჩუმე + 18-20°C = ძილი 35%-ით უკეთესი. Blackout ფარდა: 60-200 ₾. ეს ყველაზე იაფი “ძილის თერაპიაა”.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *