ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობარჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

რჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

 რემონტის დაწყება მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდია მისი მასშტაბი. პროცესში ბევრი ისეთი დეტალი იჩენს თავს, რაც წინასწარ გათვალისწინებული არ გვქონდა, დაგეგმილ დროში თითქმის ვერასდროს ესწრება რემონტის დასრულება და ზოგჯერ მასალებიც მოგვაკლდება ხოლმე. შედეგად, ხარჯი იმაზე მეტი გამოგვდის, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. გარდა ამისა, რემონტის პროცესი ხანგრძლივი და არც თუ ისე სასიამოვნოა, შესაბამისად, ინტერიერის ცვლილებისას ყოველთვის ვფიქრობთ, რომ სიმყარისა და გამძლეობის გარდა, ჩვენი დიზაინი თანამედროვე და გამორჩეული იყოს, ერგებოდეს ყველა დროს, რათა მისი შეცვლა ხშირად არ მოგვიწიოს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი სტრესი და ხარჯი, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ და სანდო სარემონტო კომპანია „მწვანე ფერსაც“ გაგაცნობთ.

წინასწარ დაგეგმეთ სავარაუდო ხარჯები

რემონტის დაწყებამდე, კატეგორიებად დაყავით თქვენი შესაძლო ხარჯები და ჩამოწერეთ დაჯგუფებულად. ბაზარზე ჩაატარეთ მცირე კვლევა, სად რა ფასად შეძლებთ შეიძინოთ საჭირო ნივთები და მასალები, რა არის ხელობის საშუალო ფასები, შეადგინეთ ხარჯთაღრიცხვის გეგმა დეტალურად, მასალების რაოდენობისა და საცალო ფასების მიხედვით და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დათვლილი თანხის მიღმა, აუცილებლად უნდა გქონდეთ გათვალისწინებული დანაზოგი. თანხის გადახდა მასალებისა და ხელობის გარდა მოგიწევთ ადგილზე მოტანისა და გადაზიდვებისთვის, რემონტის შემდგომი დასუფთავებისთვის და ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო ძვირდება მასალების შემოტანის ხარჯები, რაც პირდაპირ აისახება გასაყიდ ფასზეც და თქვენთვის სასურველი ნივთები შესაძლოა რემონტის პროცესშივე გაძვირდეს. გირჩევთ, დაგეგმილ ოდენობაზე დაახლოებით 10%-ით მეტი პროდუქცია შეიძინოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასალების მოულოდნელი დანაკლისი.  სარემონტო საშუალებების შესაძენად მომხმარებელს ორი საშუალება აქვს: ბაზრობები და ჰიპერმარკეტები. ჰიპერმარკეტი საყიდლებისთვის მეტად კომფორტულია, თუმცა ბაზრობასთან შედარებით აქ უფრო მაღალი ფასებია და ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება თანხის დაზოგვასა და კომფორტს შორის უწევს ადამიანს.  იმისთვის, რომ დავზოგოთ დრო და ენერგია, შეგვიძლია პროფესიონალებს ვანდოთ რემონტის ეფექტურად დაგეგმვა.

წყარო:https://house.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

სად ნახავთ ვან გოგის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

11 March, 2025
გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

გეგმური ამბულატორიის დაფინანსება სტუდენტებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ

მარტი 11, 2025
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

11 მარტი 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

მარტი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები