სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისამი მიმდინარე ტენდენცია, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინს 2024 წელს

სამი მიმდინარე ტენდენცია, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინს 2024 წელს

ყოველ წელს ინტერიერის დიზაინში საკუთარი, უნიკალური ტენდენციები მკვიდრდება, რომლებიც ითვალისწინებს გემოვნების ცვალებადობას, ტექნოლოგიებს და სოციოკულტურულ გავლენას. 2024 წელს დიზაინერები და არქიტექტორები ეძებენ გზებს, რომ  შექმნან სივრცეები, რომლებიც ერთდროულად, ფუნქციონალური და ელეგანტური იქნება და ინოვაციებს ტრადიციულ მიდგომებთან გააერთიანებს.

გთავაზობთ სამ მიმდინარე ტენდენციას, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინს 2024 წელს:

  • ეკოლოგიური საკითხი და ბუნებრივი მასალები

2024 წელს უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას ინტერიერის დიზაინში ბუნებრივი მასალების გამოყენებას. ხის, ქვის, ბამბუკის, ბამბის და სხვა ბუნებრივი მასალები უპირატესობა ხდება ინტერიერის გაფორმებაში. ეკოლოგიურად სუფთა საღებავები, ტექსტილი და ეკოლოგიური  წესით წარმოებული სარემონტო  მასალები 2024 წლის ტრენდია.  თეთრი, კრემისფერი და სპილოს ძვლის ფერი კედლები, ხის, ბამბუკის ავეჯთან კომბინაციაში, სადა და მშვიდ გარემოს შექმნის. აქცენტი ასეთ დიზაინში ოთახის მწვანე მცენარეებია.

  • აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზი

აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზი სახლის ინტერიერში წარმოადგენს უნიკალურ და შთამაგონებელ მიდგომას სივრცის დეკორაციისთვის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურის, ტრადიციებისა და სტილის ელემენტებს. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ შექმნათ მყუდრო და ჰარმონიული სივრცე, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას და ფუნქციურობას, უნიკალურ ტექსტურებსა და ფერებს და ორი განსხვავებული სამყაროს სულს.

ფერების პალიტრა: აღმოსავლურ ინტერიერში ხშირად იყენებენ ნათელ და გაჯერებულ ფერებს, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და მწვანე, ხოლო დასავლურში   უფრო ნეიტრალური და პასტელ ფერებია. მკვეთრი აქცენტების შერწყმამ ნეიტრალურ ბაზებთან შეიძლება შექმნას საინტერესო კონტრასტი თქვენს ინტერიერში.აღმოსავლური ინტერიერები ხშირად იყენებენ ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე, ბამბუკი, აბრეშუმი და კოტონი. ასევე გამოიყენება მინა, ლითონი და პლასტმასი. მასალების ეს სინთეზი საინტერესო ტექსტურ კონტრასტებს ქმნის და ინტერიერს სითბოსა და ბუნებრიობის განცდას მატებს.

 

  •  ჰიბრიდული სივრცეები

ტექნოლოგიების განვითარებით და ადამიანების ცხოვრების სტილის ცვლილებით, ჰიბრიდული სივრცეები პოპულარობას 2024 წელს მოიპოვებს. სახლი ხდება ადგილი, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა საცხოვრებელი, სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი. ბევრი ინტერიერი მოიცავს მოქნილ სივრცეებს, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება მაცხოვრებლების საჭიროებიდან გამომდინარე. სამუშაო კუთხეები, საძილე ადგილები, დასასვენებელი და კრეატიული კუთხეები  ჰარმონიულ მთლიანობაში მოდის, რაც ცხოვრებისა და მუშაობისთვის კომფორტულ სივრცეს ქმნის.

წიგნი ინტერიერები საქართველოში, ჟურნალ ინტერიერის მიერ შექმნილი ფოტო-კოლექციის საფუძველზე შეიქმნა. ჟურნალი 2016 წლიდან გამოიცემა და საქართველოში არსებულ ინტერიერებს ასახავს. საქართველოს ისტორია, გამორჩეულად კარგად იკითხება ქვეყნის ესთეტიკაში, რომელიც ასევე დამახასიათებელია საცხოვრებელი სივრცეებისთვის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და ამიტომ, საუკუნეების მანძილზე თავი მოუყარა არაერთ სტილსა თუ არქიტექტურულ მიმდინარეობას. არტ-ნუვო, საბჭოთა ვინტაჟი, ნეო ბაროკო, ბოჰემური ბურჟუაზია, სპარსული თუ ფსეუდო-მავრიტანული სტილები – ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული ტრენდების, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ევროპულობას აღმოსვლური აქცენტებით.თბილისში, ქუთაისსა თუ ბათუმში, იქაურობისთვის დამახასიათებელი ძველი და ახალი არქიტექტურის სინთეზის მიღმა,  განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეები იმალება, სადაც  სრულიად მოულოდნელი კონტრასტები  თანაცხოვრობენ. ეს ყველაფერი ქმნის ექსტრავაგანტულ და არტისტულ გარემოს – ეკლექტიკის დომინირებას. თუმცა, შეხვდებით მინიმალისტურ  ელეგანტურობასაც,  სადაც განსაკუთრებული ყურადღება დეტალებს ეთმობა.ეს წიგნი  გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საცხოვრებელი სივრცეები მოვინახულოთ და შევიგრძნოთ მათი არტისტიზმი,  ინდივიდუალიზმი და ისტორია, რაც მოგვცემს ინსპირაციას, სახლის ინტერიერის მოსაწყობად.

წყარო:https://marao.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

დეკემბერი 2, 2024
„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..“ – რას წერს საბა საპანაძე

„უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ – რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა..“ – რას წერს საბა საპანაძე

3 დეკემბერი 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

2 დეკემბერი 2024
გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

დეკემბერი 2, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები