ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ინტერიერის დიზაინი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ სხვადასხვა ელემენტს აერთიანებს, არამედ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვაში გვეხმარება. სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინის საშუალებით, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. არსებობს უამრავი სტილი, რომელსაც ინტერიერში დიზაინერები ითვალისწინებენ ხოლმე. თანამედროვე ბინებში 3 მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელია ყველაზე გავრცელებული სტილი ინტერიერში?

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მოდერნული

მოდერნული ინტერიერის დიზაინი სუფთა ხაზებს გულისხმობს, რომლებიც მარტივი ფერების პალეტითა და მეტალის, მინის, სპილენძის მასალებით ხასიათდება. მოდერნული დიზაინის თითოეული ელემენტი, მათ შორის ავეჯიც კი,მარტივი და მინიმალისტურია. ამ ინტერიერის სტილში იშვიათად შეხვდებით ბევრ აქსესუარსა თუ დეკორს.

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

თანამედროვე

ინტერიერის მოდერნული და თანამედროვე სტილები ურთიერთმონაცვლედ გამოიყენება. ამ ორს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ თანამედროვე ინტერიერი ინსპირაციას ამჟამინდელი ტრენდებისგან იღებს. პირველი მოდერნული ინტერიერი კი მე-20 საუკუნეში გვხვდება, მასთან შედარებით, თანამედროვე ბევრად ცვალებადია და ნაკლებად არის მიბმული ერთ კონკრეტულ სტილზე. მაგალითად, თანამედროვე სტილი მომრგვალებულ ფორმებს მოიცავს, როდესაც მოდერნულ ინტერიერში მხოლოდ სწორ ხაზებს შეხვდებით.

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მინიმალისტური

მინიმალისტური ინტერიერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. ფერები ნეიტრალური და ჰაეროვანია, ავეჯი კი – მარტივი. სივრცე გადატვირთული არ არის და აქსესუარები ნაკლებად გამოიყენება. მინიმალიზმი ფუნქციურობითა და ძალიან სუფთა ხაზებით ხასიათდება.

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://archi.ge

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ხალიჩის ტიპები, რომელიც 2024 წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები