ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიაბაზანის დიზაინის 5 წესი

აბაზანის დიზაინის 5 წესი

აბაზანის დიზაინის შექმნა ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხშრად ვცდილობთ მივყვეთ ისეთ წესებს, რომელიც მას უფრო ფუნქციურ და მშვიდ სივრცედ აქცევს. აქ ხშირად ორი არჩევანის წინაშე ვდეგბით: 1. მივყვეთ თანამედროვე ტენდენციებს; 2. მოვაწყოთ ვენი სურვილებისა და გემოვნების მიხედვით.

 

ინტერიერის დიზაინერი მილი ჰარტსის თქმით,შესაძლოა ყველა აბზანა განსხვავებული იყოს, თუმცა, არსებობს საერთო ჭეშმარიტება, რასაც ყველა მათგანი მიჰყვება, ამასთან დაკავშირებით იგი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

 

1. გამოიყენე ცოტა არასააბაზანო ელემენტები

სასაიამოვნოა როცა ბაზანის მისაღებად მყუდრო სასიამოვნო ოთახში შედიხარ, სადაც შექმნილი გარემოს გამო – უამრავი პირსახოცის ნაცვლად მოხატული კედლები, დადებითად განგაწყობს.

ინტერიერის კიდევ ერთი დიზაინერი, სოფი კლემსონის მიხედვით კი პირსახოცი მხოლოდ საჭიროების დროსა და ადგილას უნდა მოათავსოთ, სხვა შემთხვევაში იგი ძველმოდურ იერს ქმნის.

 

2. მეტი სათავსოები

ცნობილი ფაქტია, რომ ყოველდღიურად თავის მოვლისთვის უამრავი პროდუქტია საჭირო. ამიტომ სააბაზანო სათავსოები ძალია მნიშვნელოვანი და საჭირო ელემენტია. მოუხმეთ შთაგონებას და არჩევანი გააკეთეთ სივრცის მოგების თვალსაზრით შექმნილ სათავსოებზე.

 

3. შემოუშვით სინათლე

უამრავ სახლის სააბაზანოში სამწუხაროდ არ გვხვდება ფანჯრები, რაც ოთახის განათებისა და დანესტიანების პრობლემას ქმნის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა შეჩეროთ არჩევანი დიდ ფანჯარაზე, რომელიც არა მხოლოდ სინათლისა და სივრცის დაცვის წყაროა, ასევე რელაქსაციის კუთხით, გარე სამყაროსთან კავშირშიც დაგეხმარებათ.

 

4. ფოკალური წერტილი

ფოკალური წერტილი იგივე ვაუ მომენტი” მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენს სააბაზანო დიზაინში. პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ, სად უნდა იყოს ეს წერტილი და შემდეგ უკვე ეს შეიძლება იყოს სინათლის წყარო, დიდი ხელოვნების ნიმუში ან უზარმაზარი ფანჯარა. თუ ერთ რომელიმე წერტილი ყურადღების ქვეშ მოექცევა, ყველა სხვა ელემენტიც უფრო მეტად შეერწყმევა ერთმანეთს.

 

5. ყურადღებით განალაგეთ ნივთები

პირველ რიგში ყველაზე ფუნქციურ ნივთებს მიაქციეთ ყურადღება და თქვენი სივრცის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ცარიელ ადგილ დავტოვებთ იატაკზე, სააბაზანო მით უფრო სივრცულ შთაბეჭდილებას დატოვებს.

READ  თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.womanandhome.com/homes/bathroom-design-rules/

 

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები