კიდევ ერთი დამხმარე პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც მიიღება ჰარმონიული ინტერიერის დიზაინი – ნებისმიერი გარემოს შესანიშნავად გაფორმება შეიძლება სულ რაღაც სამი განსხვავებული ფერის გამოყენებით:
- საბაზო ფერი – ფერი, რომელიც ქმნის ძირითად გარემოს. ის უნდა იყოს ნეიტრალური, მაგრამ თბილი ელფერით.
- კონტრასტული ფერი – რომელიც ეხმიანება საბაზისო ფერს და, როგორც წესი, უფრო მუქი ან ნათელი ელფერითაა წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში ამ ფერს ითავსებს ავეჯის რომელიმე ელემენტი, ზოგჯერ კი კედელიც.
- “დამრღვევი” ან “ამრევი” ფერი – მას შუამავლის როლი უკავია საბაზისო და კონტრასტულ ფერებს შორის და აქვს თვისება, გააცოცხლოს მთელი გარემო. ის რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს დანარჩენი ფერებისგან.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://belux.ge/article/1732994-feris-roli-interieris-dizaini
მასალის გამოყენების პირობები