ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიდაბერების პროცესს ანელებს - ახალი კვლევა

დაბერების პროცესს ანელებს – ახალი კვლევა

ხილის ბუზები, რომლებსაც შიმშილის გრძნობით ატყუებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ მაშინაც კი, როდესაც უამრავ კალორიას იღებენ.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუნდაც მხოლოდ დაუოკებელი შიმშილის გრძნობას შეუძლია გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ის ეფექტი, რომლის მიღწევასაც ე. წ. ინტერვალური შიმშილობით ცდილობს ბევრი.

„შეგვიძლია ვთქვათ, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი დიეტის მთელი კვებითი მანიპულაციები, რომლებზეც მკვლევრები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ არასაკმარისად კვების აღქმა“, — ამბობს ფსიქოლოგი სკოტ პლეტჩერი.

ინტერვალური შიმშილობა ბოლო წლებში მოდური დიეტა გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სარგებლიანობის მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია და დიდწილად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

ხილის ბუზებსა (Drosophila melanogaster) და მღრღნელებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კალორიების შემცირებას სიცოცხლის გახანგრძლივება და შეუძლია და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. თუმცა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ასეთი შედეგები ადამიანებზეც გვექნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთმა კვლევამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები დადო, ანდაც პოტენციური საფრთხეები წარმოაჩინა.

წარსულში, ხილის ბუზებზე ჩატარებული ცდებით, მეცნიერებმა თავის ტვინში შიმშილისა და სიმაძღრის მრავალი ნერვული სიგნალი გამოავლინეს. ამ არსებებს ჩვენთან საერთო აქვთ დაავადებებთან დაკავშირებული გენების 75 პროცენტი; მათ მეტაბოლიზმსა და თავის ტვინში გამოსადეგი მსგავსებებია ძუძუმწოვრებთან.

განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAA) აუცილებელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც როგორც ჩანს, ნაჭამ ბუზებში სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად, უფრო მეტი BCAA-ს ჭამა მათში შიმშილის გრძნობას ამცირებს.

იმის დასადგენად, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს დაბერებაზე, მკვლევრებმა ისინი აშიმშილეს, აძლევდნენ ნაკლები BCAA-ს შემცველ საკვებს.

შიმშილის გრძნობა გაზომეს იმით, თუ რამდენს ჭამდნენ მწერები თავდაპირველი ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ბუზები, რომლებსაც BCAA-ს დაბალი შემცველობის საკვები ჰქონდათ მიღებული, მოგვიანებით უფრო მეტს ჭამდნენ. ამას გარდა, არჩევდნენ ცილებით მდიდარ საკვებს და არა ნახშირწყლებით მდიდარს — ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბუზებს საჭიროებაზე დაფუძნებული შიმშილი ამოძრავებდათ და არა სურვილზე დაფუძნებული.

ასე გავიდნენ მკვლევრები პირდაპირ წყაროზე. როდესაც მათ ხილის ბუზებში პირდაპირ გაააქტიურეს შიმშილზე რეაგირების ნეირონები, აღმოჩნდა, რომ შიმშილით სტიმულირებულმა ამ ბუზებმა დიდხანსაც იცოცხლეს.

„შესაბამისად, დაბერებას შეიძლება ანელებდეს თავად შიმშილის მოტივაციური მდგომარეობა და არა თავად დიეტა ან მისი ენერგეტიკული მახასიათებლები“, — წერენ მკვლევრები.

როგორც შემდეგმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბუზების კვების რაციონში BCAA-ს შემცირებამ ასევე გამოიწვია ის, რომ მათმა შიმშილის ნეირონებმა შეცვალეს დამხმარე ცილები, სახელად ჰისტონები, რომლებიც დნმ-ს ეკვრის და გენებს რეგულირებაში ეხმარება. მკვლევართა აზრით, ეს მოდიფიცირებული ჰისტონები შეიძლება იყოს კავშირი დიეტას, შიმშილზე რეაქციასა და დაბერებას შორის. საინტერესოა, რომ წინა კვლევებმა ჰისტონების მეტი რაოდენობით მიღება დაუკავშირა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.

მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქრონიკული შიმშილი შეიძლება ადაპტური რეაქცია იყოს, „დისკრეტულ ნერვულ წრედებში ჰისტონი ცილების მოდიფიცირების შუამავლობით, რაც დაბერებას ანელებს“.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ ჩანს რაციონში BCAA-ს დაბალი შემცველობა ჯანმრთელობისთვის კარგი. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ორგანიზმს საკმარისი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფენ, მაგრამ ბოლომდე არ ახშობენ ტვინში შიმშილის სიგნალებს.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გაცილებით მეტად შემოწმება სჭირდება. ხილის ბუზებზე ჩატარებული ერთი კვლევა საკმარისი არ არის.

ამ ეტაპზე, მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, არის თუ არა ხილის ბუზების ჯანმრთელობა კავშირში სიამოვნებისთვის ან საჭიროებისთვის ჭამასთან.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები