ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში - ბლოგი, რომელიც...

რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში – ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა

დღევანდელ სამყაროში, როდესაც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ შინ თუ სამსახურში, მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის როლი. მიუხედავად ამისა, ესთეტიკურობასა და ფუნქციურობაზე ფიქრში, ხშირად ვივიწყებთ ერგონომიკის როლს ინტერიერის დიზაინში. 

და მაინც, რა არის ერგონომიკა?

ესაა სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის უსაფრთხო, კომფორტული და პროდუქტიული გარემო-პირობების შექმნას მისი ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით. 

რატომ არის ერგონომიკა მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში? 

ინტერიერში ერგონომიკა გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზას, ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და სტრესს. დაბალი ხარისხის ერგონომიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა თავისა და კისრის ტკივილები, ხერხემლის პრობლემები და თვალის გადაღლილობა. მაღალი ხარისხის ერგონომიკა კი ახდენს ზემოაღნიშნული საკითხების პრევენციას და ხელს უწყობს ადამიანის საყოველთაო კეთილდღეობას. 

ვნახოთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ერგონომიული ინტერიერი:

  • აარჩიეთ კომფორტული და ერგონომიული ავეჯი. ეს განსაკუთრებით რბილ ავეჯს ეხება. დივნისა და სკამების შეძენისას, უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ რამდენად უწყობს ის ხელს ძვალკუნთოვანი სხეულის ნაწილების სწორ მდებარეობას. ჯდომისას შენარჩუნებული უნდა იქნას წელის სწორი პოზიცია. ზურგი კარგად უნდა ეყრდნობოდეს საზურგეს, რათა შემცირდეს დაძაბულობა ზურგისა და კისრის არეში. ფეხები მყარად უნდა იდგეს იატაკზე, შესაბამისად, სკამის სიმაღლეც ყურადსაღებია. 
  • შეარჩიეთ სწორი განათება. სივრცის დაგეგმარებისას ხელოვნურ განათებასთან ერთად მიზანშეწონილია ბუნებრივი განათების მაქსიმალური იმპლემენტაციაც, რაც ოპტიმალურ, კარგად განათებულ ინტერიერს იძლევა. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, პროდუქტიულობასა და კეთილგანწყობაზე. მოერიდეთ კაშკაშა, ცივ განათებებს, რომელმაც შეიძლება თვალისა და თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს. აირჩიეთ თვალისთვის სასიამოვნო და უსაფრთხო თბილი განათება, რომელიც იდეალურია სარელაქსაციო განწყობის შესაქმნელადაც. რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში – ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა | შენი ინტერიერი
  • ყურადღება მიაქციეთ აკუსტიკურ პრობლემებს. ხმაური ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც შიდა სივრცეებში ვაწყდებით. ის მიზეზია ყურადღების გაფანტვისა და ფიზიკური დისკომფორტის. სივრცის დაგეგმარებისას გაითვალისწინეთ როგორ გავრცელდება ხმა ინტერიერში და დარწმუნდით, რომ მიღებულია ზომები მის შესამცირებლად. ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ, ხმის დამხშობი სამშენებლო მასალები. 
  • გაითვალისწინეთ ოთახის ტემპერატურა და ვინტილაცია. ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, დარწმუნდით, რომ ოთახი არის კარგად განიავებული და ტემპერატურა არის ოპტიმალური. ჰაერის დაბალი ხარისხი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხშირად გამოხსენით ფანჯარა და მოერიდეთ დახურულ სივრცეში ქიმიური ხსნარების გამოყენებას. 
READ  ტერაკოტას აქცენტები ინტერიერში – 3 შთამაგონებელი იდეა თქვენი სახლისთვის

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები