ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებითირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია - ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება...

თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შა­რ­დის დინების და­რ­ღვევით და თირკმლებში წნე­ვის გაზრდით არის გამოწ­ვეული.
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.
როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).
როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამო­ვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.
საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.
მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა და­მო­კი­დე­ბული.
ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბა­ლი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახ­შობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თან­დათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირ­კმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზე­ბის ინფექციები და კენჭების ფორმირების რის­კიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმუ­ლი შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გა­ვ­­­ლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდ­საწვეთების კე­დელში ნორმალური კუნთოვანი ქსო­ვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.
მიზეზები
ჰიდრონეფროზს, როგორც წესი, შარდსაწვეთისა და თირკმლის მენჯის შეერთების ადგილას არსებული ობსტრუქცია იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • სტრუქტურული დარღვევები – მაგალითად, თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც შარდსაწვეთი თირკმლის მენჯს მაღლა უერ­თ­დება ან მისი კუნთები არასაკმარისადაა გან­ვი­თარებული (მენჯ-შარდსაწვეთის სეგ­მენ­ტის თანდაყოლილი ობსტრუქცია).
  • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის გადაღუნვა თირკმლის ქვემოთ გადანაცვლების გამო (თი­რ­კმლის დაწევა ანუ პტოზი).
  • კენჭები ან სისხლის კოლტი თირკმლის მენ­ჯში
  • შარდსაწვეთზე ზეწოლა ფიბროზული ქსოვილის, არტერიის ან ვენის უჩვეულო მდებარეობის, სიმსივნის გამო.

ჰიდრონეფროზი შეიძლება, აგრეთვე, მენჯ-­შარდ­სა­წვეთის სეგმენტის ქვემოთ არსებულმა ობსტრუქციამ ან შარდის ბუშტიდან შარდის უკუ­დინებამ (რეფლუქსი) გა­მოიწვიოს. ასეთი ობ­სტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კენჭები შარდსაწვეთში;
  • სისხლის კოლტი შარდსაწვეთში;
  • სიმსივნე შარდსაწვეთში ან მასთან ახლოს;
  • შარდსაწვეთის შევიწროება თანდაყოლილი დე­ფექ­ტის, ტრავმის, ინფექციის, სხივური თე­რაპიის ან ოპე­რაციის გამო;
  • შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის ნერვთა და კუნთთა დაავადებები;
  • ფიბროზული ქსოვილის ფორმირება შარდსა­წვეთში ან მის გარშემო ოპერაციის, სხივური თერაპიის ან მე­დიკამენტების (განსაკუთრებით მეთისერგიდის) გამო;
  • შარდსაწვეთის ქვედა ბოლოს შარდის ბუშტში გადანაცვლება და შიგნით გამოდრეკა (ურეტე­როცელე – შა­რდ­­საწვეთის თიაქარი);
  • შარდის ბუშტის, მისი ყელის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები;
  • ობსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის შარდის გადა­დი­ნებას ბუშტიდან შარდსადენში (წინამდებარე ჯი­რკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მისი გა­­­დი­­დება, სწორი ნაწლავის ფეკალური მასებით გა­დავ­სება);
  • შარდის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა თანდაყოლილი დეფექტის, ზურგის ტვინის ან ნე­რ­ვების დაზიანების გამო.
ორივე თირკმლის ჰიდრონეფროზი შეიძლება ორსუ­ლობისას განვითარდეს, როცა გადიდებული საშვილოს­ნო შარდსაწვეთებს აწვება. ამ დროს ჰორმონულმა ცვლი­ლე­ბებმა შეიძლება გააღრმაოს პრობლემა, რადგან შა­რ­დის შარდსადენის გავლით გარეთ გამოდევნაში მო­ნა­წი­ლე კუნთების შეკუმშვა სუსტდება. ამ მდგომარეობას ორსულობის ჰიდრონეფროზი ეწოდება და მშობიარობის შემდეგ გამოსწორდება. თუმცა, თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთები მეტ-ნაკლებად გაფართოებული შე­იძ­ლება შემდგომშიც დარჩეს.
სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია მიზეზზე, ობსტრუქციის ადგილსა და მის ხანგრძლივობაზე. როცა დახშობა უეცრად ხდება (მწვავე ჰიდრონეფროზი), როგორც წესი, თირკმლის ჭვალი ვითარდება – გაუსაძლისი, შეტევითი ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე) ობსტრუქციის მხარეს. მხოლოდ ერთ მხარეს დახშობა შარდის გამოყოფას არ არღვევს. ეს მაშინ ხდება, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმლის ორივე შარდსაწვეთში ან შარდსადენშია. შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის დახშობამ შეიძლება ტკივილი, ბუშტში წნევის გაზრდა და მისი გაჭიმვა გამოიწვიოს.
როდესაც ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება (ანუ ქრონიკულად), სიმპტომები არ ვლინდება ან ტკი­ვი­ლი ყრუ, მღრღნელი ხასიათისაა და აღინიშნება და­ზი­­ანე­ბის მხარეს, გვერდში. ზოგჯერ თირკმლის კენ­ჭი დრო­ებით ახშობს შარდსაწვეთს და მტკივნეულ ჰიდრო­ნეფროზს იწვევს, რაც დროგამოშვებით ვითარდება.
ამ მდგომარეობამ შეიძლება ნაწლავების დაავადებისთვის დამახასიათებელი, გაურკვეველი სიმპტომებიც გა­­მო­­იწ­ვიოს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ხან­დახან ასეთი სიმპტომები ბავშვებში ვლინდება, რო­მელ­თაც თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის შე­ერ­­თების ადგილის თანდაყოლილი შევიწროება აქვთ (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქცია).
საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში შეიძლება ჩირქი იყოს, ადამიანს აწუხებდეს მაღალი ტემპერატურა და დისკომფორტის შეგრძნება შარდის ბუშტის ან თირკმლის არეში.
დიაგნოსტიკა
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რა­­დ­­გან, ერ­თი მხრივ, ობსტრუქციის მიზეზთა უმ­­რა­ვ­ლესობა გა­მოს­წორებადია, ხოლო, მეორე მხრივ, მკურნალობის და­გ­ვიანების გამო თირ­კმლე­ბი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს. ექიმს ჰიდრონეფროზზე ეჭვი სიმპტომებიდან და ზოგჯერ გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე მიაქვს. გადიდებული თირკმლის გასინჯვა ზოგჯერ ხელითაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ზომაში ძალიან არის მომატებული და პაციენტი ბავშვი ან გამხდარი მოზრდილია. გადავსებული, გადიდებული შარდის ბუშტის გასინჯვა მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთაა შესაძლებელი.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და­მა­ტე­­­­ბი­თი კვლე­­ვებია საჭირო. შარდის ბუშტის კა­­­თე­­­­ტე­რიზაცია (დრე­კადი მილის შარდსადენის გავლით შეყვანა) ხშირად პირ­ველი დიაგნოს­ტი­კუ­რი პროცედურაა თირკმლის ჭვლის, თირკმლის მენჯში გაზრდილი წნევის ან ორგანოს გა­დიდების მქონე ადამიანებში. თუკი კათეტერიდან დიდი რაოდენობით შარდი წამოვიდა, ე.ი. ობსტრუქცია შარდის ბუშტის ქვედა ხვრელთან ან შარდსადენში იყო. ბევრი ექიმი ულტრასონო­გ­რაფიულ კვლევას ნიშნავს, რათა კათეტერიზაციამდე დადგინდეს, შარდის ბუშტი გადავსებულია თუ არა.
თუკი ობსტრუქციის ადგილი საეჭვოა, შეიძ­ლება სხვა­­­დასხვა გამოსახულებითი კვლევა ჩა­ტა­რდეს ამ ადგი­ლის ზუსტად დასადგენად ან ზოგადად ობსტრუქციის დასადასტურებლად (მაგალითად, ჰიდრონეფროზის აღ­მო­ჩენით). ულ­­ტრასონოგრაფია ძალიან გამოსადეგია შე­­მ­­­თ­ხ­­ვევათა უმრავლესობაში (განსაკუთრებით ბა­ვ­შვე­ბ­სა და ორსულებში), რადგან იგი საკმაოდ ზუს­ტია და ადა­მიანი არ სხივდება. სხვა მე­თო­დე­ბიდან აღსანიშნავია კომ­პი­უ­ტე­რული ტო­მო­გ­რაფია. იგი სწრაფი და ძალიან ზუსტია, გან­სა­კუთრებით კენჭების აღმოსაჩენად. თუკი მა­ინც ვერ დადგინდა ობსტრუქციის ადგილი, შე­იძ­ლება სხვა კვლევებიც დაინიშნოს, მაგალი­თად, ინტრავენური უროგრაფია.
ზოგჯერ დახშობის ადგილის ახლოდან და­სა­თ­ვა­ლი­ერებლად ენდოსკოპია გამოიყენება (მა­გა­რი ან დრეკადი ტელესკოპი). მისი სა­შუ­ალებით საშარდე გზების შესწავლაა შესაძლე­ბელი.
საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზების აღებაც. სისხლის ანალიზები, როგორც წესი, ნორმაშია, მაგრამ თუკი ობსტრუქცია ორივე თირკმელს აზიანებს, შეიძ­ლება შარდოვანას, კრეატინინის ან ორივეს მატება გა­მოვ­ლინდეს. შარდის ანალიზის შედეგებიც ხშირად ნო­რ­მა­შია. ამასთან, როცა დახშობის მიზეზი კენჭი ან სიმ­­სივ­­ნეა, ან იგი ინფექციითაა გართულებული, შარდში სი­­სხ­ლის წითელი (ერითროციტების) და თეთრი უჯრედე­ბის (ლეიკოციტების) რაოდენობა იქნება მომატებული.
პროგნოზი
თირკმლის გამოუსწორებელი დაზიანება ნაკლებად სავარაუდოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმელს მოიცავს და, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. პროგნოზი ნაკლებადაა განსაზღვრული ქრონიკული ჰიდრონეფროზის არსებობისას.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანი, როგორც წესი, ობს­ტრუქციის მიზეზის გამოსწორებაა. მაგალი­თად, თუკი შარდსადენია დახშული გადიდებული ან სიმსივნური წინამდებარე ჯირკვლით, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ან შარდსადენის ქირურგიულ გაფართოებას. შარდის დინების შემაფერხებელი კენჭების მოსაშორებლად სხვა მეთოდებია საჭირო, მაგალითად, ლითოტრიფსია და ენდოსკოპიური ქირურგია. თუკი ობსტრუქციის მიზეზის გამოსწორება სწრაფად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, თუ ამას ერთვის ინფექცია, თირკმლის უკმარისობა ან ძლიერი ტკივილი, საშარდე გზები შარდისგან უნდა დაიცალოს. მწვავე ჰიდრონეფროზის დროს, დახშობის ადგილის ზემოთ დაგროვილი შარდის გამოსაღებად რბილი მილი კანის გავ­ლით თირკმელში შეჰყავთ (ნეფროსტომა) ან შარდ­საწვეთში დგამენ (სტენტირება). ნეფ­რო­ს­ტომის ან შარდსაწვეთის სტენტირების გართულებებია მილის გადაადგილება, ინფექცია და დისკომფორტი.
ქრონიკული ჰიდრონეფროზის სასწრაფოდ გამოს­წო­რება, როგორც წესი, საჭირო არ არის. აუცილებელია ამ მდგომარეობის გართულებების (მაგალითად, საშარდე გზების ინფექციისა და თირკმლის უკმარისობის) დროული მკურნალობა.
ჰიდრონეფროზი – გაფართოებული თირკმელი
ჰიდრონეფროზის დროს თირკმელი ფართოვდება, რად­­გან შარდის დინება შეფერხებულია და იგი უკან, თირ­კ­მე­ლში მიედინება, ავსებს წვრილ მილაკებსა და ცენ­ტრა­ლურ სივრცეს (თირკმლის მენჯს).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები