ცხოვრობთ პატარა ბინაში და არ გსურთ თავს გრძნობდეთ ისე, თითქოს ყუთში ხართ გამომწყვდეულნი? მაშინ განაგრძეთ კითხვა, აქ თქვენ შეიტყობთ მცირე სივრცეების სწორად მოწყობის მნიშვნელოვან ასპექტებს.
ღია ფერების პალიტრა
პატარა ბინის მოწყობისას ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენს მიერ შერჩეული ფერთა პალიტრა, რადგან სწორედ ეს გვეხმარება შევქმნათ დიდი სივრცის ილუზია. ამ შემთხვევაში, თქვენ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ღია ფერებზე, როგორიცაა თეთრი, პასტელური, მშვიდი ფერები. ეს ფერები გვეხმარება შევქმნათ ღია, გახსნილი სივრცის განცდა.
პასტელური ფერები ის ფერებია, რომლშიც საკმარისია თეთრი ფერის შერევა, რომ ფერადი, მაგრამ მშვიდი გარემო შევქმნათ.
პატარა ბინის განლაგება
პატარა საერთო საცხოვრებელში, ან პატარა ბინაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავეჯის განლაგება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რა არის მისაღები და მიუღებელი ავეჯის განლაგებისას.
მისაღებია:
1. გამოიყენეთ მრავალფუნქციური ავეჯი;
2.გამოიყენეთ დასასშლელი მაგიდები, ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე მაში, როცა მისი საჭიროება აღარ იქნება;
3. შეეცადეთ შეარჩოთ შედარებით უფრო პატარა ზომის ავეჯი;
4. ავეჯი განათავსეთ ისე, რომ შექმნათ ღია სივრცეები, ამისთვის ეცადეთ მაქსიმალურად კედელთან ახლოს განათავსოთ ავეჯი.
მიუღებელია:
1. არ ჩაკეტოთ თავისუფალი სივრცეები ავეჯითა და აქსესუარებით, ეს თქვენ ჩაკეტილ სივრცეს შეგიქმნით.
2. თქვენს ყველა ნივთს ნუ გამოიტანთ სააშკარაოზე, უკეთესი იქნება თუ მათ დამალავთ, რათა არ გადაიტვირთოს სივრცე;
ჩამოკიდეთ მარტივი დიზაინის ნახატები ან გობელინები
ჩამოკიდეთ პატარა ზომის ნახატები და გობელინები, ეს მინიანიჭებს თქვენს პატარა სივრცეს ინდივიდუალურობას. გახსოვდეთ, გამოიყენოთ მსუბუქი და მარტივი დიზაინის აქსესუარები, რათა არ გადატვირთოთ კედლები.
თქვე შეგიძლიათ კედელზე ჩამოკიდოთ ერთი დეკორატიული ქსოვილი, ან რამდენიმე პატარა. ხელოვნების ნიმუშები დაგეხმარებათ გააუმჯობეოთ თქვენი პატარა ბინის ვიზუალი. სწორად შერჩეულ ნახატსა თუ გობელინს შეუძლია შექმნას ფანჯრის ილუზია, რაც აუცილებლად გაზრდის თქვენს სივრცეს.
მრავალფუნქციური ავეჯი
ფუნქციონალურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი პატარა ბინის მოწყობისას. ამდენად გაითვანისწინეთ, მრავალფუნქციური ავეჯი დაგეხმარებათ დაზოგოთ ადგილები. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის მაგიდა სათავსოებით, ასევე დივანი შეიძლება იყოს გასაშლელი, რაც დამატებითი საწოლი გახდეს საჭიროების შემთხვევაში. ოტომანებისა და პუფების გამოყენება კი დაგეხმარებათ შექმნათ გარკვეულწილად თბილი გარემო.
გრძელი და განივი ფარდები
ფარდებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სივრცის ჩამოყალიბებაზე. ფანჯრის რეალურ ზომასთან შედარებით უფრო გრძელი და ფართო ფარდები უნდა გამოიყენოთ. ეს მიანიჭებს თქვენს ოთახს მეტ სიმაღლეს და გაზრდით თქვენი ფანჯრის ვიზუალს.
მაგალითად, თუ თქვენი ჭერის სიმაღლე არც იმდენად მაღალია, შეგიძლიათ, გააკეთოთ იატაკიდან ჭერამდე, ასევე 300-400 მილიმეტრით გააფართოვოთ ფარდის ჯოხი.
პატარა სივრცეების მოწყობა არ არის რთული, თუ თქვენ იცით გარკვეული ხრიკები, რაც დაგხმარბათ სივრცის უკეთ ორგანიზებაში. ვიმედოვნებ, ეს სტატია დაგეხმარებთ სასურველი მიზნის მიღწევაში.
წყარო:https://spectrum.ge
მასალის გამოყენების პირობები