ორშაბათი, მაისი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკონტემპორარის სტილი ინტერიერში

კონტემპორარის სტილი ინტერიერში

კონტემპორარი, როგორც ინტერიერის დიზაინის სტილი, ზოგისთვის იდუმალი სიახლეა, ხოლო ზოგისთვის ინტერიერის ყველაზე სასურველი სტილი. კონტემპორარის საკმაოდ ბუნდოვანი საზღვრები აქვს, ამიტომ რთულია ის კონკრეტულ ჩარჩოებში მოაქციო, თუმცა მაინც აქვს დამახასიათებელი აუცილებელი შტრიხები.

კონტემპორარი არის თანამედროვე სტილი ინტერიერში, რომელსაც მკაფიო განმარტება და ისტორიული ელფერები არ გააჩნია. ეს სტილი ზუსტად ასახავს ჩვენი დროის, ჩვენი ათწლეულის ინტერიერის ტენდენციებს. ის არის თანამედროვე და სრულად ითვალისწინებს კომფორტული და ერგონომიული საცხოვრებლის ორგანიზების ყველა კანონს. მისი ქვაკუთხედია – სიმარტივე, ფუნქციურობა და პრაქტიკულობა. ამავდროულად, ასეთი ინტერიერის ზოგადი ატმოსფერო გამოირჩევა არისტოკრატიულობით, ესთეტიკით და დახვეწილი ფორმებით. კედლები, ჩვეულებრივ, შეღებილია მშვიდ და თბილ ფერებში, ხოლო ჭერი თეთრი ბათქაშით არის დაფარული. შერჩეულია ძვირადღირებული სასიამოვნო მასალის მშვიდი, სწორი ფორმების მქონე ავეჯი და საგულდაგულოდაა გააზრებული ბინაში განათება, იმისთვის, რომ ის კომფორტული იყოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. განათება ცალ-ცალკე უნდა შეესაბამებოდეს სახლის თითოეულ ზონას. მაგალითად, ცალკე სამუშაო ადგილის განათება სამზარეულოში, მისაღებ ოთახში კომფორტული თბილი განათება და იატაკის შედარებით ბნელი ნათურები კომფორტული საღამოებისთვის.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://house.ge

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  თანამედროვე სტილი - მოხატული კედლები სახლში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები