ორშაბათი, მაისი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიმერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი

მერილინ მონრო, ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ვისაც ეს სახელი უბრალოდ არ სმენია მაინც. მონრო 50-იანების ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მაგრამ ვფიქრობ ძალიან არ გადავამეტებ თუ ვიტყვი რომ დღეს ის უკვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია. დღეს მერილინ მონროს ბოლო სახლზე გიამბობთ, სადაც ცნობილმა მსახიობმა სიცოცხლის უკანასაკნელი დღეები გაატარა.

სახლი 12305 მე-5 ელენა დრაივზე ლოს ანჯელესში მდებარეობს. სანამ მონრო ამ სახლში გადავიდოდა მანამდე 43 საცხოვრებელი გამოიცვალა, მაგრამ ეს იყო პირველი სახლი, რომელიც მან თავად შეიძინა. სამწუხაროდ მონრომ აქ მხოლოდ 6 თვე ცხოვრება მოასწრო, 1962 წელს ის საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს.

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი | შენი ინტერიერი

„ საყვარელი მექსიკური სტილის სახლი, რვა ოთახით“, ასე აღწერა მსახიობმა თავისი ეს პატარა „ჰასიენდა“ თავის დროზე, რომელიც სულ რაღაც $650,000 დოლარი დაუჯდა. სახლი 1929 წელს აშენდა. ეს იყო ესპანური კოლონიური სტილის ერთსართულიანი საცხოვრებელი, წითელი კრამიტის სახურავით და თიხის კედლებით. ჭიშკრის კარს პირდაპირ წინა კარამდე მივყავდით. მისაღები გაწყობილი იყო ტერაკოტის იატაკით. ხის ჭერს კი ლურჯი კრამიტით მოპირკეთებული ბუხარი ამაგრებდა. სახლს ლამაზი სამზარეულო ჰქონდა, უკანა ეზოში კი აუზს ნახავდით. შესასვლელი კარის გვერდით გამოსახულია ფრაზა “cursum perficio”, რაც ლათინურად ნიშნავს „აქ მთავრდება ჩემი თავგადასავალი“. ცნობილია, რომ მონრო იმდენად იყო სახლის კარგად გაფორმებით გადაცებული, რომ ის მექსიკაშიც კი იმყოფებოდა, რათა კარგად გასცნობოდა იქაური სახლების ინტერიერს.

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი | შენი ინტერიერი

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი | შენი ინტერიერი

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი | შენი ინტერიერი

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ მსახიობმა სახლში, რომელიც ასე უყვარდა, მხოლოდ ექვსი თვე გაატარა. 1962 წლის 5 აგვისტოს კინოს „აიქონი“ საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. იუნის მიურეი, მისი სახლის დიასახლისი იყო, რომელმაც მონრო ბოლოს ცოცხალი ნახა. იმ ღამით მან შეამჩნია რომ მსახიობს დენი არ გამოურთავს, მას ეს უცნაურად მოეჩვენა, ამიტომ სასწრაფოდ მონროს ფსიქიატრ რალფ გრინსონს დაურეკა. სწორედ გრინსონმა შეამტვრია საძინებლის კარი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მერილინის საწოლის გვერდზე ექიმმა ცარიელი ძილის წამლის ბოთლი იპოვა. მონროს სიკვდილი მაშინდელი საზოგადოებისთვის იყო, როგორც ტრაგიკული, ისე შოკის მომგვრელიც.

READ  დუბაის ვილა - ტროპიკული მოდერნიზმი

მერილინ მონრო და მისი უკანასკნელი სახლი | შენი ინტერიერი

რაც შეეხება სახლს, 1970-იანი წლებიდან დღემდე ის არაერთხელ გაიყიდა. ბოლოს მისი ფასი 7 მილოიონზე მეტი იყო. მონროს სიკვდილს კი დღემდე დიდი მისტიკა გასდევს თავს. ბევრი ვერსიის მიუხედავად ძნელია ვთქვათ, რომელია ნამდვილი, მაგრამ შესაძლოა სიმართლეს, სწორედ მისი უკანასკნელი სახლის კედლები ინახავს.

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

წყარო

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები