კვირა, ოქტომბერი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობანახეთ, როგორ გამოიყურებოდა ხევსურეთის ტრადიციული სახლები

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ხევსურეთის ტრადიციული სახლები

კალოიანი სახლები ძირითადად პირაქეთა ხევსურეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა პირიქითა ხევსურეთშიც გვხვდება. ასეთი სახლები უფრო მეტად სამსართულიანი იყო და ფერდობებზე შენდებოდა. მათი შემყურე იფიქრებ, რომ ისინი ზურგით მიწაში არიან შეჭრილი. 

პირველ სართულს საკუთრივ სახლი ეწოდებოდა, ის ოჯახისა და პირუტყვისთვის იყო განკუთვნილი. იქვე იყო მოწყობილი კერია. დაწნული კედლებით ერთმანეთისგან იყოფოდა პროდუქტების დასამზადებელი ოთახი – სენე, სამეურნეო დანიშნულების სათავსები და ბოსელი. მეორე სართული, რომელსაც ჭერხო ეწოდება, მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. მესამე სართულზე კი მაღალი ბანი იყო. 

წყარო

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ფერის ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები