შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია

ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია

მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ეს უნიკალური სახლი მეორე გილდიის ვაჭარ მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა. აშენებულია1907 წელს არქიტექტორ სარქისიანის მიერ. სახლი როგორც გარედან ისე შიგნიდან აღმოსავლურია, ნეომავრიტანული და ის ძალიან ჰგავს ჩვენი ოპერის თეატრს.

ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია | შენი ინტერიერიასეთია ისტორია: ამბობენ მიხეილ კალანტაროვს ოპერის მომღერალი ძალიან უყვარდაო,ქალის პირობა ასეთი ყოფილა, ცოლად მაშინ გამოგყვები, თუ ოპერასავით სახლს ამიშენებო, კაცმაც არ დააყოვნა, პეტერბურგიდან ახალგაზრდა არქიტექტორი ჩამოიყვანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა გამოწვევას,ააშენა მართლაც ოპერასავით სახლი, ქალმა პირობა შეასრულა, ცოლად გაჰყვა,მათ ექვსი შვილი ჰყავდათ.
საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე კალანტაროვებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ოპერასავით სახლი იქცა კომუნალურ სახლად, მისი უნიკალური სადარბაზო ყვითლად გადაიღება. 2014 წელს კალანტაროვების შთამომავლებმა სახლის ფასადი და სადარბაზო საკუთარი სახსრებით აღადგინეს.

ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია | შენი ინტერიერი ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია | შენი ინტერიერი
კალანტაროვების სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ნიკო ფიროსმანი, ფიროსმანის მამა, მიხეილ კალანტაროვის მამასთან მუშაობდა თურმე და მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ფიროსმანს მშობლები ადრე გარდაეცვალა, სიკვდილის წინ ფიროსმანის დედამ კალანტაროვს შვილზე ზრუნვა სთხოვა, თხოვნა შესრულდა, ფიროსმანი წამოიყვანეს, ასწავლიდნენ, ზრუნავდნენ, თუმცა მოგვიანებით ნიკალას კალანტაროვის გოგო შეუყვარდაო ამბობენ, რის გამოც ის ამ სახლიდან დაუთხოვიათ, მაშინ ფიროსმანი 28 წლის ყოფილა.
ამ სახლში ცხოვრობდა ბერიას ძმისშვილი ტატიანა ბერია.❤

ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია | შენი ინტერიერი ოპერის მომღერლის სიყვარულით შთაგონებული სახლის ისტორია | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.facebook.com

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები