სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიეზოპატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა გამწვანებული ეზო ქალაქის შუაგულში დიდი ფუფუნება და ნუგეშია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ნაკვეთში ბევრი არაფერი ეტევა, ბაღ-ბოსტნისთვის კი ადგილი საერთოდ არ არის. თუმცა, ლანდშაფტის დიზაინის ექსპერტების მტკიცებით, იდეალური ბაღის მთავარი შტრიხი სითბო, სიგრილე და არომატების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, დღეს მინიატურული ბაღების მოწყობის რამდენიმე ეფექტური ხერხის შესახებ გიამბოთ.

1. ბალახი როგორც ლანდშაფტის ძირითადი ელემენტი

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

პატარა ნაკვეთებში განვითარებული საბილიკე ქსელის დაგეგმვა შეუძლებელია. განაპირა ადგილებში მისასვლელად კი ხშირად ბალახზე სიარული გვიწევს. ამიტომ საუკეთესო არჩევანი სწრაფმზარდი საგაზონე ბალახია, რომელიც ფეხით გათელვას უძლებს.

2. არომატული მწვანილების ბაღი

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

როზმარინი, პიტნა, ლავანდა, ბაზილიკი – მათთვის სულ რამდენიმე კვადრატულიც კი საკმარისია. მწვანილები სურნელოვანი მცენარეებია და მზე უყვართ. მოძებნეთ მათთვის მოხერხებული ადგილი, მოაწყვეთ ამაღლებული კვალი ან უბრალოდ ერთ ადგილზე შეკრიბეთ მწვანილებიანი ქოთნები და კონტეინერები. მუქი მწვანე სალბი, ოხრახუში და რეჰანის მეწამულის ფერი ფოთლები ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურება.

გახსოვდეთ, რომ მწვანილების სურნელი შეიძლება ძალიან მძფრი იყოს, ამიტომაც მოდის მიუხედავად ნუ მოათავსებთ მათ კალათებით ფანჯრებთან, ვერანდაზე და სახლის ირგვლივ ძალიან ახლოს. არომატული პიტნა და ბარამბო უმჯობესია სხვა მცენარეებისგან განცალკევებით დარგოთ.

3. ოჯახის ხე

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

მომცრო ბაღშიც კი შესაძლებელია ერთი ასეთი ზრდასრული ეგზემპლიარისთვის ადგილის გამონახვა. იქნბა ეს ქარიზმატული ნეკერჩხალი თუ მოწყენილი ტირიფი, თქვენი გადასაწყვეტია. არ არის გამორიცხული, რომ მინი-ბაღის იერის განმსაზღვრელი სწორედ ის გახდეს და მთელი ლანდშაფტური დიზაინი ამ ხის ირგვლივ მოეწყოს.

4. მარადმწვანე მშვენიერება

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

პატარა ნაკვეთზე წიწვოვანი კულტურების დარგვით თქვენ ეფექტური კომპოზიციის შექმნას შეძლებთ და ამავე დროს სასარგებლო ადგილს დაზოგავთ. ლამაზი რელიეფის შექმნისა და სივრცის ზონირებისათვის რამდენიმე წიწვოვანი ხეც საკმარისია. ამავე დროს შესაძლებლობა გექნებათ თავი ტოპიარულ ხელოვნებაშიც გამოცადოთ.

5. დეკორატიული ბოსტანი

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

პატარა მიწის ნაკვეთში დიდი და გრძელი კვალის მოწყობა არ გამოვა, თუმცა მომხიბვლელი დეკორატიული ბოსტნის მოწყობა სავსებით შესაძლებელია. ამისათვის  განსაკუთრებული ჯიშის ბოსტნეულის გამოყენება არ არის აუცილებელი (დეკორატიული კვახი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა და სხვა.).

ძალიან ლამაზად გამოიყურება უბრალო სტაფილოსა და კომბოსტოს ფოთლები, სხვადასხვა ფერის პომიდორი, ასევე ჩინური ხახვი და კამა. შესაძლებელია ბარდას დათესვაც.

6. ქოთნების ბაღი ტერასაზე

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

ტერასის მოწყობა მცენარეებით შემკული პერგოლითაა შესაძლებელი. ასეთი გამწვანება სივრცეს ზღაპრულობას შემატებს. შესაძლებელია პერიმეტრზე ყვავილების ბორდიურის მოწყობაც.

ყველაზე მარტივი ხერხი ქოთნების ბაღის მოწყობაა. ქოთნებში დარგული მცენარეები, რომლებსაც ზამთარს ოთახში ატარებინებთ სხვადასხვა სიმაღლეზე დაალაგეთ. თქვენი ოთახის მცენარეები მთელი ზაფხულის განმავლობაში კომფორტულად იქნებიან.

7. აყვავებული ბუჩქები

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

სოლისტად ეფექტური ბუჩქი შეიძლება გამოდგეს, მაგალითად,  ჰორტენზია. ნიადაგის მჟავიანობის მიხედვით მისი ყვავილები სხვადასხვა ფერს იღებს – ვარდისფერიდან ცისფრამდე, ლამაზია თეთრი ფერებიც. ისინი დიდხანს არ ჭკნება, ხოლო შემდგომ თუ სწორად მოვჭრით და გავაშრობთ, ხმელი მცენარეების ძალიან ლამაზი კომპოზიცია გამოვა.

ასევე არჩევანი შესაძლებელია სურნელოვან ბუჩქებზეც შეაჩეროთ: ჟასმინი, იასამანი –  ისინი საჭირო აქცენტებს ქმნიან და სივრცეს არ ტვირთავენ.

8. ბაღი კოლექცია

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

თუ თქვენ შინაგანად კოლექციონერი ხართ, მაშინ თქვენი ნაკვეთი შეგიძლიათ სხვადასხვა მცენარეების ერთი-ორი ეგზემპლიარით თემატურად მორთოთ. შესაძლებელია ვარდებისა და ბურღულეულის კოლექციონირება. თუ თქვენი ნაკვეთი ნესტიანი ან მზის შუქით არასაკმარისად განათებულია, მაშინ დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ნესტის მოყვარული მცენარეების შეგროვება შეგიძლიათ.

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

მოდაში კვლავ წიწვოვანი ხეებია – მაგრამ არა უბრალო, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არამედ მინიატურული: ეგრეთწოდებული ნანოწიწვოვანი ხეები. ისინი ზრდასრულ ასაკში ტენისის ბურთის ზომას არ ცილდება. მათი მოვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო და სკურპულოზური საქმეა. მნიშვნელოვანია მათი რეგულარული წმენდა და გამხმარი წიწვების მოშორება. სამაგიეროდ, ამ გზით თქვენი მეზობლებისა და სტუმრების სასიამოვნოდ გაკვირვებას შეძლებთ.

9. ხეები და ბუჩქები ნათელი ფერის ქერქით

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

ლანდშაფტის დეკორატიულობა  მხოლოდ ვეგეტატიური პერიოდით არ უნდა იყოს შეზღუდული. ბოლო ფოთლების დაცვენის შემდეგ ბაღი შიშველი და არაკომფორტული გახდება. თუ თქვენ ისეთ ბუჩქებსა და ხეებს აარჩევთ, რომლებსაც უჩვეულო ფერის ქერქი აქვთ, გაზაფხულამდე მათი მრავალფეროვნებით ისიამოვნებთ.

10. სეზონური ყვავილები და ქოთნები

 

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

 

გაზაფხულზე სცენაზე პირველი ყვავილები გამოდის. ისინი დიდ ადგილს არ იკავებს, მათი განთავსება თავისუფლად შესაძლებელია ხის ყუთში, ქვის ქოთანში ან ცინკის გობში. ყვავილობის შემდგომ კი მათი დეკორაციის შეცვლა მარტივია. ქოთნები და ყუთები სახლის შესასვლელთან, ბაღის ჭიშკართან ან ბილიკის გასწვრივ შეიძლება მოთავსდეს.

 

წყარო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები