ოთახის დეკორაცია თქვენთვის შესაძლოა ძალიან სახალისო და გასართობ პროექტად ან ნამდვილ კოშმარადაც კი იქცეს, რადგან თითოეული ბლოგერი, არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და მოყვარული სოციალურ ქსელში გაიძახის „თანამედროვეს“, „თანამედროვეს“ და „თანამედროვეს!“. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ „თანამედროვე“ ძალიან ფართო მცნებაა, რომელიც უამრავ რამეს მოიცავს, რაც არ გზღუდავთ არც თქვენ და არც თქვენს გრძნობებს. რათქმაუნდა, არსებობს ინტერიერის დიზაინის ამ სტილის ოფიციალური განმარტება, მაგრამ ჩვენთვის ის უფრო მარტივი გასაგებია რა არ არის, ვიდრე ის რაც არის.
თანამედროვე დიზაინი არ მიჰყვება კონკრეტულ შაბლონს – იგი გადმოსცემს ხელოვნების მოძრაობას, რომელიც შესაბამის პერიოდში დომინირებს. დღევანდელი მოდერნისტული დეკორი მოიცავს ბევრ მოძრაობას – მინიმალიზმს, ბოჰემიურს, ეკლეკტიციზმს, რუსტიკულს, მილენიალურსა და ა.შ.
საერთო ნიშანი, რომელსაც თანამედროვე დეკორში ვხვდებით, მდგომარეობს იმაში, რომ იგი მიუთითებს მომავალზე. ამ სტატიაში მოცემულია საცხოვრებელი ოთახის ზოგიერთი იდეა.
1. შეინარჩუნეთ მინიმალიზმი
რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის“ძირითადი ელემენტები”მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია.
თანამედროვე მინიმალიზმი, როგორც წესი, წარმოადგენს სუფთა ხაზებსა და ერთგვაროვან ფერთა სქემას. მისაღები ოთახის კედლების ფერი, ავეჯი, ნახატები და განათება ქმნის ამ სუფთა ხაზებს.
მინიმალისტური მისაღები ოთახის ცენტრალური თემა, რომელიც არ უნდა იყოს მოსაწყენი, წარმოადგენს ინტერიერის აქცენტს. ეს შეიძლება იყოს დივანი, ხელოვნების ნიმუში ან სულაც სკულტურული დეკორი, რომელიც ოთახში სხვა მინიმალისტური დეტალებითაა შევსებული. ამ სტილის ინტერიერის დიზაინში არ ერიდებიან თავისუფალი სივრცეების გამოყოფას, რაც ოთახს ხდის უფრო მიმზიდველსა და თამამს.
2. თანამედროვე ბოჰემური დეკორი
ბოჰემური თემატიკის დეკორის განსაკუთრებულად კარგი თვისებაა, რომ შეგიძლია გამოიყენო იმდენი ფერი, რამდენსაც მოისურვებ. ბოჰემური სტილი იყენებს სხვადასხვა ტექსტურებს – უფრო მეტად ეთნიკურ ქსოვილებს. და მთავარია, რომ შექმნილი ატმოსფერო დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლეოდეს. დივანი და სავარძლები, მარტივი ფორმის ავეჯი და ტექსტილი უპირველესად მფლობელის გემოვნებას უნდა ერგებოდეს და მის ფანტაზიას რეალობაში გამოსცემდეს.
დამატებითი სივრცის შესაქმნელად დიზაინერმა ოთახის ცენტრში ზოლიანი მაგიდაც განათავსა. იყავით თამამი ნახატებსა და ხელოვნებასთან მიმართებაში, რადგანაც ბოჰემა ამის უფლებას გაძლევთ, რომ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ორი–სამი ფერით. ეს თანამედროვე მისაღები ოთახი არის თქვენთვის, თუ გიყვართ ფერების, ორნამენტებისა, ტექსტურების გამოყენება.
3. შუა საუკუნის მოდერნიზმი ეკლექტიკური შეგრძნებით
ეს სტილი განვითარდა 50-იანი წლების ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების განახლების საჭიროებასთან ერთად. მეტალისა და ხის მოძრაობამ, სწორედ მაშინ დაიწყო სწრაფი ტემპით გავრცელება, როდესაც ძველ და მოსაწყენ ოთახებს მეტი სიმდიდრის ელემენტები შესძინა. დააკვირდით დივნებს, რომლებსაც ფართო სავარძლები და განიერი მისაყუდებელი აქვთ. დაამატეთ ასევე პუფებიც, რადგან მათ თანამედროვეებაში უზარმაზარი დაბრუნება აქვთ.
4. რუსტიკული საცხოვრებელი ოთახები თქვენი ეკო-მეგობრული სულისთვის.
რუსტიკული მისაღები ოთახები ხშირად გამოიყენება ქალაქგარეთ სახლების მოსაწყობად. მაგალითისთვის რუსტიკი აგარაკის ინტერიერში პირველ რიგში ერთგვარი ლაკონიურობით გამოირჩევა, კერძოდ აქცენტს კომფორტსა და სიმყუდროვეზე აკეთებს.
ასევე ქმნიან ეკო-მეგობრულ გარემოს, საოცრად ლამაზს, რომელიც გაძლევს საშუალებას გადაამუშავო ოჯახის ძველი საყვარელი ნივთები. მსგავი ინტერიერის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ხის აქცენტები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რბილი ავეჯი და მყუდრო ტექსტილები. შემდეგ კი შეურიეთ იგი რამდენიმე თანამედროვე დეტალთან და მიიღებთ სასიამოვნო რუსტიკულ ოთახს მოდერნიზმის ნიშნებით.
5. ტროპიკული თემა მკვეთრი ფერებისთვის
თანამედროვე დროში მილენიალიზმა მოახერხა და შემოაღწია ინტერეირის დიზაინშიც. ადამიანები ნებისმიერი თაობიდან მიდრეკილი არიან ტროპიკული თემატიკისკენ. ამ სტილში ბევრი რამის გაკეთება არ არის შესაძლებელი, რადგან გამოირჩევა ერთფეროვნებით, სწორედ ამიტომ უნდა აირჩიო ერთი ტონის ავეჯი და ხალიჩები (უმჯობესია ატმისფერსა და კრემისფერში).
შეარჩიეთ რბილი ხალიჩები, რომლებიც მიუთითებენ მათ ძვირადღირებულობაზე და მოაქციეთ ფოთლები ჩარჩოებში. თუ გსურთ, რომ იყოთ უფრო თამამი, გამოყავით კედელი, სადაც ეს ჩარჩოები იქნება განთავსებული. მეტი დრამატულობისთვის აირჩიეთ ნეონის ელემტები.
წყარო:https://ge.itstep.org
მასალის გამოყენების პირობები