კვირა, ივნისი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიეზორამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად

საცურაო აუზები ყველასათვის  საყვარელი განტვირთვის საშუალებაა . ზაფხულის ცხელი დღეების წყალში გატარება ყოველთვის დადებითი ემოციებითა და ენერგიული მუხტით გვავსებს. სტატიაში გაგაცნობთ აუზის განსხვავებულ დაზაინებსა და 10 იდეას მათ მოსაწყობად.

აუზის კუნძული

ფოტოზე წარმოდგენილი საცურაო აუზი გამოირჩევა გლუვი და სწორხაზოვანი დიზაინით. მასში ჩაშენებული კუნძული არღვევს მარტივ ფორმებსა და გვთავაზობს ზედაპირს, რომელზეც მოცურავეს შეეძლება დასვენება, წიგნის კითხვა ან უბრალოდ მზეზე წამოწოლა.

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

გარემოს გაუმჯობესება

დიზაინზე ფიქრისას გარემო ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნათელი ქვის მასალისგან გაკეთებული ეს საცურაო აუზი იმეორებს უკანა ფონზე მდგარი სახლის ფერთა გამას, რაც აუზს ორიგინალურსა და საინტერესოს ხდის.

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

ბუნების ელემენტების დაკოპირება

სიდნეიში მდებარე Bondi Beach აუზი მსოფლიოში ცნობილი ღირშესანიშნაობაა. აუზში არსებული ფერის სქემით გამეორებულია ოკეანის ვიზუალი, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის. ბუნებრივი არეალის გადათამაშებით, ხშირად ძალიან საინტერესო და უცხო შედეგების მიღებაა შესაძლებელი.

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

გამოიყენეთ დეკორაცია

ფოტოზე გამოსახული აუზი სავსეა დეკორაციული ელემენებით, რაც სტანდარტულ აუზს ესთეტიურად ძალიან გამართულს და თვალისმომჭრელს ხდის.

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

არასოდეს შეგაჩეროთ ზომამ

თუ საცურაო აუზისთვის ძალიან პატარა სივრცე გაქვთ, არსებობს დიზაინში მისი  გაკეთების საინტერესო გზები. როგორც ფოტოში ვხედავთ, აუზში გამოყენებულია მომწვანო მოზაიკა, რომლის მეშვეობითაც იკითხება გარშემო არსებულ მცენარეები და აუზი სივრცეში ინტეგრირებული ხდება. გვერდზე მოთავსებულ დიდ ბალიშებს კი სიმყუდროვე შემოაქვთ.

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

მდინარე აუზი

კლაკნილი ფორმა შიდა და გარეთა აუზის შეერთების საკმაოდ საინტერესო ვარიანტია. არქიტექტურულად პროექტი ძალიან უცხოა და ამასთან ერთად თავისუფალების მომცემი – შეგიძლია გადაწყვიტო შიგნით იცურავებ თუ გარეთ. ამასთან ერთად, მინა ხელს უწყობს მარტივ გადაადგილებას სივრციდან გარეთ და პირიქით.

 

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

გაერთეთ ფერებით

აუზებში სტანდარტული ფერი ძირითადად ლურჯია, თუმცა თუ თქვენთვის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ გამოიყენოთ რადიკალურად განსხვევებული ფერთა გამა და შეიქმნათ ექსკლუზიური გარემო.

 

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

 

უჩვეულო ფორმები

საინტერესო გადაწყვეტაა, როდესაც აუზის სტანდარტული ოთხკუთხა ფორმის ნაცვლად სრულიად განსხვავებულ გეომეტრიულ ფორმას იყენებენ. გარდა იმისა, რომ ასეთი აუზები ვიზუალურად საინტერესოა, მისი გამოყენებაც საკმაოდ კომფორტულია.

READ  რომელი ფერების გამოყენება ჯობია სამუშაო სივრცის მოსაწყობად

 

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

ბავშვებზე მორგებული

როდესაც უბრალო, თანამედროვე ტიპის აუზი გაქვთ, შეგიძლიათ ისეთი საინტერესო და გასართობი დეტალების დამატება, როგორიც არის სასრიალო ან სახტუნაო. ამ ცვლილებით, უფრო სასიამოვნო იქნება აუზზე გატარებული დრო თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც.

 

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

ლაუნჯი აუზში

პოპულარული გადაწყვეტაა დასაჯდომი არეალის ჩაშენება აუზში, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ, გარდა ამისა, იდეალური ადგილია სტუმრების მისაღებად.

 

რამდენიმე იდეა სახლში აუზის მოსაწყობად | შენი ინტერიერი

წყარო

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები