დაბალი ბიუჯეტით დახვეწილი ინტერიერისშექმნა რთულია, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ამის მიღწევა შეგიძლიათ. ბალიშები, ფარდები თუ ხალიჩა შეიძლებაინტერიერის იმ დეტალად იქცეს, რომელიც იაფია და ამასთანავე ელეგანტურ ელფერსქმნის. ამ სტატიაში 7 მარტივ ხრიკს აღმოაჩენთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენს სახლშიშეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, დახვეწილიგარემო შექმნათ.
ყველაფერი დეტალებით იქმნება და ესინტერიერის შემთხვევაშიც ასეა. ჭერისა დაკედლების დამაკავშირებელი ხაზების თუ,უბრალოდ, ჭერზე გამოსახული ორნამენტებიოთახის განწყობას სრულიად ცვლის. ელეგანტური განწყობის მიღება მცირე თანხითშეგიძლიათ, რადგან მსგავსი დეტალებისაკმაოდ იაფია. ხაზოვანი ორნამენტების მრავალი სახეობა არსებობს, რომელთავარიაციის გამოყენება ბევრად ეფექტურადმუშაობს.
ფერებით თამაშს გამბედაობა;
სჭირდება, რადგან ინტერიერს მკვეთრადცვლის, თუმცა სხვადასხვა კომბინაციებისმოსინჯვა, თამამი ფერების გამოყენება დასიახლის ცდა ელეგანტური ინტერიერისმოწყობას ხელს უწყობს. თქვენი საყვარელიტონებიდან ერთ-ერთი შეარჩიეთ — თამამი დამყვირალა ან ნაზი, პასტელური დაინტერიერისგარდაქმნას შეუდექით. მკვეთრი ფერებისდეტალებით გამოკვეთა ჭკვიანური გადაწყვეტაა. შეღებეთ კარი შავად ან ფანჯრის ჩარჩო აქციეთ აქცენტად და თქვენი ბინა გამოკვეთილ ხასიათს შეიძენს.
3. ავეჯი ხელმისაწვდომიც შეიძლებაიყოს;
მდიდრული დივანი და სავარძლები ძვირი ღირსდა ელეგანტური ინტერიერის მისაღებადსაჭირო სულაც არ არის. მეორეული ნივთებისმაღაზიები, ონლაინ აუქციონები თუ ძველიავეჯის გარდაქმნა ბევრად იაფია და შეიძლებაუფრო განსხვავებული, ავთენტურიატმოსფეროც კი შექმნას. კრეატიული მიდგომები გამოიყენეთ და იაფიანინივთებისგან შექმენით ელეგანტური დათანამედროვე ავეჯი. გამოიყენეთ ხის ყუთები, დიდი ზომის ბალიშები, თუნდაც თქვენივეხელნაკეთი დივნის დასაფენი დაეცადეთშეზღუდული ბიუჯეტით შეძენილი თუაწყობილიავეჯი ინტერიერისთვის ორგანულ, დახვეწილშტრიხად აქციოთ.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://on.ge/story
მასალის გამოყენების პირობები