ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერირამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

როდესაც საქმე მისაღები ოთახის ფერებს ეხება, არჩევანი დიდია. მისი მოწყობის პროცესში კი უნდა გავითვალისწინოთ ყველა დეტალი – დაწყებული ცალკეული ელემენტებიდან და ჭერის ფერიდან, დამთავრებული ავეჯითა და დეკორაციებით. თქვენი მისაღები ოთახი სახლის ის ნაწილია, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ უნდა გრძნობდეთ. ზოგჯერ ამ სივრცეს შეიძლება ჰქონდეს სადა და ნეიტრალური ფერიც, თუმცა, როგორც წესი, სივრცეს ფერადი აქცენტებით ვაცოცხლებთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო მეთოდია. რაც შეეხება ფერის არჩევას, რომელიც შესაფერისია თქვენთვის და თქვენი სახლისთვის, მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი განწყობის შექმნა გსურთ. დასვენებასთან კავშირში ძირითადად ყავისფერი, ლურჯი და მწვანე ფერებია, ხოლო მასტიმულირებელ ფერებად წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ითვლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერიერის დიზაინერები და ფერთა ექსპერტები რამდენიმე ფერს გვიზიარებენ, რომლებიც საუკეთესოა მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად.

მუქი ლურჯი

ლურჯი უსასრულო შესაძლებლობების მქონე ფერია. იგი შეიძლება იყოს ძალიან მშვიდი, მაგრამ ამავდროულად გაბედული და მძაფრიც. მისი ტონიდან გამომდინარე, ლურჯი შესანიშნავი ფერია ნებისმიერი განწყობის შესაქმნელად. ეს ასევე არის ფერი, რომელიც კარგად ერგება განათებას, ქმნის ჩრდილებსა და სიღრმეს და სივრცეს ჰაეროვნებას ანიჭებს.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

ყავისფერი

1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ყავისფერი მუდამ ყურადღების ცენტრშია. ეს ფერი მისი ყველა ტონით, ნამდვილად დაგეხმარებათ იმაში, რომ მისაღებში თბილი განწყობა შექმნათ. ყავისფერი ითვლება მიწიერ ფერად, რომელსაც ჩვენს გონებაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იგი შეიძლება იყოს შესანიშნავი საფუძველი ნეიტრალური ფერების სქემისთვისაც.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

რბილი ვარდისფერი

როდესაც საქმე ეხება მისაღები ოთახის თბილ პალიტრას, რბილი და ნაზი ვარდისფერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია. ბაცი ვარდისფრიდან დაწყებული, შედარებით უფრო მკვეთრ ტონებამდე, ამ ფერს აქვს კონკრეტული განწყობა და ხასიათი. იგი არის დამამშვიდებელი ეფექტის მქონე და კავშირშია სიყვარულთან, სიკეთესთან და სიმშვიდესთან. თუ თქვენს მისაღებში სწორედ ამ ფერს  გამოიყენებთ, მშვიდი და წყნარი გარემო გარანტირებული გექნებათ.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

ნაცრისფერი

ნაცრისფერი მისაღები ოთახი ყოველთვის მშვიდი და წყნარი სივრცეა, რომელსაც აქვს ძალიან დახვეწილი შეგრძნება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, იგი ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო ფერია. ამას გარდა, ბაზარზე ნაცრისფრის უამრავ ჩრდილს ვხვდებით, რაც შერჩევის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ამ ფერის გამოყენების მრავალი გზა არსებობს. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კლასიკური ნაცრისფერი, რადგან ის შეიძლება ცივი და მკაცრი ტონი იყოს. სანაცვლოდ, შეარჩიეთ უფრო ნეიტრალური და თბილი ტონი, რომელიც საოცრად თბილად და ჰაეროვნად იგრძნობა კედლებზე.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

ღია მწვანე

ღია მწვანე ახლა მოდის ტენდენციების სათავეშია. ეს არის შესანიშნავი ტონი მდუმარე და სადა ფერებთან შესათავსებლად. მისი დახმარებით შესაძლებელია კლასიკური თეთრი ფერის დათბობა და სახლში სასიამოვნო კონტრასტის უზრუნველყოფა. მწვანეს ძალიან უხდება ხისფერი დეტალებიც, რადგან ეს ოთახში ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

ყვითელი

ყვითელს საცხოვრებელ ოთახებში ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ ის საკმაოდ თამამი და მზიანი ფერია, რომელიც ნამდვილად ამაღლებს სივრცეს და მას მხიარულსა და თანამედროვეს ხდის. ამას გარდა, ყვითელი შესანიშნავი გზაა ოთახში ფონის შესაქმნელადაც და სადა ფერის დეკორაციებთან თუ ავეჯთან შესახამებლად.

უფრო დახვეწილი და საინტერესო შედეგისთვის, გამოიყენეთ მდოგვის მსგავსი ყვითელი, რომელიც განსაკუთრებით უხდება ტრადიციულ მისაღებ ოთახებს. მდიდრული ყვითელი ფერები დღეს ძალიან პოპულარულია, აქვს მსუბუქი შეგრძნება და მარტივად ეხამება სხვადასხვა სახის დეკორაციებს.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

 

იასამნისფერი

ბადრიჯნისფერი იასამნისფერი შეიძლება იქცეს ძალიან მყუდრო და მიმზიდველ ტონად, რომელიც ოთახს სიღრმესა და დახვეწილ ატმოსფეროს უქმნის. ის რბილი და მშვიდი ფერია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია და გარკვეულ გამბედაობას მოითხოვს. როგორც სხვა ხავერდოვანი ფერების შემთხვევაში, ამ ფერსაც ძალიან უხდება კაშკაშა თეთრი აქცენტები.

 

რამდენიმე ფერი მისაღები ოთახის დიზაინისთვის და განწყობის შესაქმნელად

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები