საძინებლის მოწყობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა საწოლი ყველაზე მნიშვნელოვანი ავეჯია, ამიტომ ის გონივრულად უნდა შეარჩიოთ. მისი შეძენისას მხოლოდ ვიზუალი არ კმარა. სწორად შერჩეული საწოლი მაღალი ხარისხის გარანტიაა, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- აარჩიეთ საუკეთესო საწოლი თქვენთვის
საწოლის შერჩევა მხოლოდ ლამაზი ჩარჩოს ყიდვა არ არის. ის მაქსიმალურად უნდა მოერგოს თქვენს საჭიროებებს. მაგალითად, თუ ოთახში სათავსოს პრობლემა გაქვთ, შეიძინეთ საწოლი, რომელსაც ჩაშენებული უჯრები ან სათავსო გააჩნია. თუ პატარა სივრცე გაქვთ, აუცილებლად ორსაწოლიანს ნუ შეიძენთ.
არ დაზოგოთ თანხა კარგ მატრასსა და ბალიშზე. ისინი ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის ძილს, აღმოფხვრიან წელისა და კისრის ტკივილებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებენ.
სტატია სრულად იხილეთ აქ.