შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირა არის თავბრუსხვევა - რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს

რა არის თავბრუსხვევა – რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს

საუბრობს ოტორინოლარინგოლოგი, ნეიროოტოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი ეკატერინე ხარხელი:

„თუ გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული წნევა უნდა დავირეგულიროთ. თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს, ვიზომავთ გლუკოზას სისხლში. ვითვალისწინებთ იმას, რა საკვები მივიღეთ, კვებითი ინტოქსიკაცია ხომ არ გვაქვს.

აღნიშნული პრობლემის დროს ნაკლებად უნდა ამოძრაონ თავი, ნუ გადატრიალდებიან მარჯვნივ, მარცხნივ, ნუ წამოდგებიან პირდაპირ გულაღმა მდგომარეობიდან, მით უმეტეს,  თუ კრისტალების გადანაცვლებასთან გვაქვს საქმე.

ხშირად თავის უმოძრაობა მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, უმჯობესია პაციენტს თავი მაღალზე ჰქონდეს.

თავბრუსხვევის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, არსებობს ინტოქსიკაციით, ანემიით ან თუნდაც, გოგირდოვანი საცობით გამოწვეული თავბრუსხვევაც. თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება, თუნდაც მსუბუქი, დროში გახანგრძლივებულია, იგი შეიძლება ძალზედ სერიოზული პათოლოგიის ნიშანი იყოს“.

 

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში - ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები