ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიროგორია პოსტმოდერნისტული სტილი ინტერიერის დიზაინში

როგორია პოსტმოდერნისტული სტილი ინტერიერის დიზაინში

როგორც ამბობენ, მოდა ბრუნავს. ეს გამოთქმა ინტერიერის დიზაინის სფეროსაც ესადაგება ხოლმე. მაგალითად, თანამედროვე მინიმალისტური და სუფთა ხაზები მე-20 საუკუნის შუა პერიოდის გამოძახილია. ასევე ინტერიერში ხშირად შეხვდებით 60-70-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ნათელ და მკვეთრ ფერებს. ამ ბოლო დროს კი, მობინადრეები მინიმალისტური სიცივის საპირწონედ, პოსტმოდერნისტულ სტილს ირჩევენ, რომელიც ინტერიერში 80-იანი წლებიდან აქტიურად გამოიყენება და ექსტრავაგანტულობით, ცოცხალი ფერებით და ექსპრესიულობით ხასიათდება. მისთვის დამახასიათებელი ელემენტებია:

 

 

კომპლექსურობა

 

თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში არცერთი დეტალი არ იწვევდეს უბრალოების შეგრძნებას, თითოეული მათგანი სიმბოლურობით გამოირჩეოდეს და საკუთარი ისტორია ჰქონდეს, პოსტმოდერნისტული სტილი აირჩიეთ. 60-იანი წლების ჰიპების ბოჰემურმა კულტურამ სამომავლო ინტერიერის დიზაინზეც დატოვა თავისი კვალი. ყვავილების ძალამ და თავისუფლებამ პოსტმოდერნისტულ სტილში თავისი თავი ჰპოვა. შეიძლება ითქვას, რომ მინიმალიზმის უბრალოებას პოსტმოდერნიზმი კომპლექსურობით უპირისპირდება და სირთულეების მოყვარულ ადამიანებს საუკეთესო სტილს სთავაზობს.

 

მკვეთრი ფერები და პატერნები

 

კვასკვასა ფერები, ორიგინალური პატერნები და ძლიერი კონტრასტები პოსტმოდერნისტული დიზაინის დამახასიათებელი ელემენტებია. ამ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი მარტივად შესამჩნევია, რადგან ის მკვეთრი და ფერადი ფერებით არის სავსე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, რომ თქვენ გემოვნებიან, ორიგინალურ და სტუმართმოყვარე სივრცეს იღებთ.

 

 

თანამედროვე პოსტმოდერნისტული ინტერიერის ფერებია: ავოკადოსფერი, ფორთოხლისფერი, ფირუზისფერი, ზოგჯერ მეტალისფერი და მათი ბუნებრივი ჩრდილები.

 

ფორმები და ხაზები

 

პოსტმოდერნისტული ინტერიერი სუფთა ხაზებს არ ითვალისწინებს, რადგან ისინი არასწორ კუთხეებსა და ბუნდოვან ფორმებს იძლევიან. სწორედ ამიტომ, ამ სტილში ჭარბობს ასიმეტრიული ხაზები, ხოლო საინტერესო დიზაინის და ფორმის სანათები, ავეჯები და დეკორატიული საგნები ამ სტილის დამახასიათებელი ელემენტებია.

 

ტექსტურა და მასალები

 

პოსტმოდერნისტულ ოთახს მჭიდრო ნაქსოვის ტექსტურა  და ხის მასალა ამშვენებს, რომლებსაც ინტერიერში სითბო და ხასიათი შემოაქვთ. ასევე იყენებენ მინას, ტყავს, პლასტმასს და შედარებით ძვირფას მასალებს, როგორებიცაა, ბეწვი და ხავერდი.

 

პოსტმოდერნიტული ინტერიერის თითოეული ნაწილი შეგიძლია გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად, თუ ინტერიერში გამოიყენეთ ლამინატი, მუყაო და პლასტმასი, პოსტმოდერნისტული ფერების დახმარებით შეგიძლიათ ბევრად ძვირადღირებული და ორიგინალური იერი მისცეთ.

 

ორიგინალური დიზაინი

 

 

პოსტმოდერნისტული ფერები, პატერნები და ორნამენტები ჩვეულებრივ ნივთებს ორიგინალური სტილის აქსესუარებად გარდაქმნიან. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ამგვარი კოლაბორაცია ამ სტილისადმი დაინტერესებას იმწამსვე იწვევს.  მაგალითად, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ოთახის კარი წითელ ფერებში გადაღებოთ და ლურჯი ხაზები დაუმატოთ. ამით ინტერიერს სიხალასეს და პოსტმოდერნისტულ მუხტს შესძენთ.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები