ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ გავახალისოთ ინტერიერი ზაფხულის მოსვლასთან ერთად

როგორ გავახალისოთ ინტერიერი ზაფხულის მოსვლასთან ერთად

გრძელი, ნათელი დღეები და ცხელი ამინდები ზაფხულის მოსვლას მიანიშნებს. საუკეთესო დროა, თქვენს ბინაში ინტერიერი გადაახალისოთ და უფრო მსუბუქი ატმოსფერო შექმნათ. ეს პროცესი გრანდიოზულ რემონტს  სულაც არ გულისხმობს. ჩვენი პატარა რჩევები დაგეხმარებათ თქვენს ბინაში ზაფხული ბიუჯეტურად და მარტივად შექმნათ.

 

 

პირველი ეტაპი: გამოცვალეთ თეთრეული

 

ზამთრიდან გადმოყოლილი სქელი საბნები ზაფხულის ცხელ ღამეებს უფრო არაკომფორტულს ხდის. ამიტომ, ბინის გადახალისება სწორედ თეთრეულის შეცვლით დაიწყეთ. შეინახეთ კარადაში სქელი საბნები, პლედები თუ პოლიესტირის თეთრეული. სანაცვლოდ, გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები, მაგალითად, ბამბისგან დამზადებული თეთრეული, რომელიც სუნთქვადია. მისი ეს თვისება ზაფხულში ძილს უფრო უშფოთველს და კომფორტულს გახდის.

ზაფხულში მუქი ფერის თეთრეული ღია, ყვავილებიანი პატერნით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, ზღვით ინსპირირებული ვიზუალის შესაქმნელად ცისფერი ან მწვანე პატერნის მქონე თეთრეული გამოიყენეთ. ეს მარტივი გზაა საზაფხულო გადახალისების დასაწყებად.

 

მეორე ეტაპი: განაახლეთ თქვენი სივრცე თანამედროვე ფარდებით

 

 

ყველაზე მარტივად ოთახის ცვლილება ფარდებსა და ჟალუზებს შეუძლიათ. თქვენს სახლში ზაფხული სწორედ ფარდების გავლით შემოდის და სივრცეს მზის სინათლით ავსებს. არჩევანი ბამბუკის ფარდა-ჟალუზებზე შეარჩიეთ, რომლებიც განსაკუთრებით სკანდინავიურ სტილს უხდება.

ზაფხულის მზის მწველი სხივებისგან თავის დასაცავად იდეალური ვარიანტი ორმაგი ჟალუზია. ამ ტიპის ჟალუზები, ერთი მხრივ, შუქგამტარია, მეორე მხრივ, კი დაბნელების საშუალებას იძლევა.

 

მესამე ეტაპი: საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი

 

ნივთებით გადატვირთული სივრცე სახლში მძიმე ატმოსფეროს ქმნის. რადგან საზაფხულო სახლში სივრცე უფრო ჰაეროვანი და მსუბუქია, ღრმა წმენდა-დალაგება სწორედ ამ შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მტვრის მოშორება, ფანჯრების გაწმენდა, თეთრეულის გამოცვლა, ბიბლიოთეკის განახლება, კედლებისა თუ იატაკის გახეხვა ის აუცილებელი დეტალებია, რაც თქვენს სახლში სიმსუბუქის განცდას შექმნის და ზაფხულის ცხელ დღეებსაც უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

მეოთხე ეტაპი: დაამატეთ მცენარეები

 

 

მცენარეები ინტერიერის გალამაზებასთან ერთად, სახლში ჰაერს მავნებელი ტოქსინებისგან წმენდენ.  აირჩიეთ შემდეგი ოთახის მცენარეები: სუკულენტები, სენსევიერა ან ლილიები. ამ მცენარეებს ხშირი მორწყვა უყვართ და საზაფხულო ინტერიერში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.

 

მეხუთე ეტაპი: შეცვალეთ განათება

 

ზაფხულში მზის სხივები თქვენს სახლს ბუნებრივი სინათლით ავსებს. ამ დეტალთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინეთ შიდა განათებაც. მაგალითად, თუ სანათებში ღია თეთრი ფერის ნათურებს დაამატებთ, სივრცეს უფრო ნათელს გახდით.

 

მეექვსე ეტაპი: დაამატეთ საზაფხულო სურნელება

ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახლში საზაფხულო სივრცის შესაქმნელად, ნაზი და ახალი სურნელებების დამატებაა, რომლებიც თქვენს ხასიათს გამოაკეთებს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. ლიმონი, ფორთოხალი, ვარდი, იასამნები – სწორედ ის საზაფხულო არომატებია, რომლებიც თქვენს სახლში მსუბუქ და ახლებურ ატმოსფეროს შექმნის.

წყარო:https://www.xn

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები