კვირა, აპრილი 6, 2025
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ თუ მისაღებ ოთახში ბუხარი გაქვთ, რადგან ბუხარი არის შესანიშნავი ცენტრი ან მნიშვნელოვანი წერტილი ინტერიერში. მთავარი კი ის არის, თუ როგორ მოაწყობთ მას, რაც ხშირ შემთხვევაში, ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს რამდენიმე საინტერესო რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენი მისაღები ოთახი ელეგანტურად გამოიყურებოდეს.

 

აქციეთ ბუხარი ოთახის ცენტრად

თუ თქვენი ბუხარი მისაღები ოთახის კედელთან არის განთავსებული, მოათავსეთ ავეჯი მის გარშემო. არ მოაწყოთ ოთახი ისე, რომ ბუხრის ნაწილი დაიჩრდილოს და თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ამის მისაღწევად ყველაზე მარტივია მრგვალი დივნებისა და მარტივი, სადა ავეჯის გამოყენება.

ამ ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ ბუხრის ფუნქციურ დანიშნულებასაც. თუ თქვენ მის გამოყენებას ხშირად აპირებთ, დარწმუნდით, რომ ის ადვილად ხელმისაწვდომია, რათა მომავალში გაწმენდა არ გაგირთულდეთ. ამიტომ, ნუ მოათავსებთ ავეჯს ზუსტად ბუხრის წინ და გაითვალისწინეთ შეშის შესანახი ადგილიც.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

შეარჩიეთ მინიმალისტური დეკორი

თუ გსურთ დახვეწილი და სადა მისაღები ოთახი, მაშინ დეკორიც მსგავსი უნდა შეარჩიოთ. დააბალანსეთ ინტერიერი დამატებითი ფერებით და გააფორმეთ ბუხარი ისე, რომ ის გამოიყურებოდეს თვალისთვის მიმზიდველად, თუმცა არა გადატვირთულად.

დამატებით საინტერესო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენეთ განათება სანათების, სანთლებისა და სხვა საშუალებების სახით. გაითვალისწინეთ, რომ ამგვარ დეკორს ძალიან დიდი სიფრთხილით შერჩევა სჭირდება, რათა სივრცე ქაოსური არ გახდეს.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

ნუ დაემორჩილებით სიმეტრიის წესებს

რა თქმა უნდა, ბუხარი, როგორც ოთახის ცენტრი, ძალიან საინტერესოა, როდესაც მის გარშემო არსებული ავეჯი და ნივთებიც სიმეტრიულად არის დაბალანსებული, მაგრამ ხშირად ელეგანტურ და თანამედროვე განწყობას სწორედ არასიმეტრიული ინტერიერი ქმნის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ოთახის ზომა არც ისე დიდია.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

იყავით შემოქმედებითი

თუ თქვენ გაქვთ საკმარისად დიდი კედელი, შეგიძლიათ მის გარშემო თაროები დაამაგროთ და სხვადასხვა დეკორაციების დახმარებით გააფორმოთ. ამ გზით აქცენტს კედელზე გააკეთებთ, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ბუხარიც. ჩაშენებული სივრცეებით იქმნება განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერიერი, რომელიც უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სტილსაც.

READ  მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

მოაწყვეთ U-ფორმის ინტერიერი

თანამედროვე ინტერიერში ასეთი მეთოდის გამოყენებით იქმნება მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემო, რომლის ცენტრსაც ბუხარი წარმოადგენს. ასეთი განლაგება ქმნის მშვიდ და წყნარ გარემოს, რომელიც იდეალურია ცივ დღეებში თბილი სახლის შესანარჩუნებლად.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

გამოიყენეთ ბუხარი თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად

დიდი ზომის მისაღები ოთახი შეიძლება ხშირად ძალიან “ცივად” გამოიყურებოდეს, რადგან ავეჯსა და ცალკეულ სივრცეებს შორის ბევრი ცარიელი ადგილი რჩება. ამ დროს მყუდრო და თბილი აქცენტების დამატება საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ბუხრის სიახლოვეს კომფორტული დასასვენებელი ადგილის მოწყობას. იმისთვის, რომ ბუხარი უფრო მყუდრო იყოს, გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც სითბოსთან კავშირის გრძნობას ქმნის, მაგალითად, ბუნებრივი ქვა ან აგური. სათანადოდ მოწყობის შემდეგ, წაახალისეთ ოჯახის წევრები, რომ შეიკრიბონ ბუხრის გარშემო და ჩაერთონ ოჯახურ თუ მეგობრულ აქტივობებში.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

დაამატეთ სარკე ბუხრის ორივე მხარეს

ბუხრის ირგვლივ დეკორაციების დამატების ერთ-ერთი პოპულარული გზაა ე.წ. „3+1“ ხრიკის გამოყენება. ეს ნიშნავს ვიზუალური ინტერესის შესაქმნელად სხვადასხვა სიმაღლის ელემენტების განლაგებას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბუხრის თავზე კედლის ნახატი, მის გვერდებზე კი დიდი ზომის სარკეები დაკიდოთ. ამ მეთოდს ერთზე მეტი ფუნქცია აკისრია და ის არა მხოლოდ ოთახის იერსახესა და მთლიანობას ქმნის, არამედ უზრუნველყოფს სივრცეში ბუნებრივი სხივების შემოსვლასაც, რაც სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს ხდის.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

 

ჩაანაცვლეთ ტელევიზორი

რა თქმა უნდა, ბუხრის ზემოთ ტელევიზორის განთავსება შეიძლება ძალიან კომფორტული და თანამედროვე გადაწყვეტა იყოს, მაგრამ ამ გზით შორდებით ოჯახსა და მეგობრებს და ყურადღება გადაგაქვთ არა მყუდრო გარემოში მათთან საუბარზე, არამედ ტელევიზორის ყურებაზე. ტელევიზორს ასევე შეუძლია დაჩრდილოს თქვენი ინტერიერიც. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ის კედლის მიმდებარე სივრცეში მოათავსოთ, უშუალოდ ბუხრის თავზე კი ნახატები ან სხვა დეკორაციები დაკიდოთ.

 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა | შენი ინტერიერი

წყარო:https://www.homeis.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

აპრილი 6, 2025
„ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული“

„ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული“

6 აპრილი 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE