
ნუ დაემორჩილებით სიმეტრიის წესებს
რა თქმა უნდა, ბუხარი, როგორც ოთახის ცენტრი, ძალიან საინტერესოა, როდესაც მის გარშემო არსებული ავეჯი და ნივთებიც სიმეტრიულად არის დაბალანსებული, მაგრამ ხშირად ელეგანტურ და თანამედროვე განწყობას სწორედ არასიმეტრიული ინტერიერი ქმნის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ოთახის ზომა არც ისე დიდია.

იყავით შემოქმედებითი
თუ თქვენ გაქვთ საკმარისად დიდი კედელი, შეგიძლიათ მის გარშემო თაროები დაამაგროთ და სხვადასხვა დეკორაციების დახმარებით გააფორმოთ. ამ გზით აქცენტს კედელზე გააკეთებთ, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ბუხარიც. ჩაშენებული სივრცეებით იქმნება განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერიერი, რომელიც უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სტილსაც.

მოაწყვეთ U-ფორმის ინტერიერი
თანამედროვე ინტერიერში ასეთი მეთოდის გამოყენებით იქმნება მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემო, რომლის ცენტრსაც ბუხარი წარმოადგენს. ასეთი განლაგება ქმნის მშვიდ და წყნარ გარემოს, რომელიც იდეალურია ცივ დღეებში თბილი სახლის შესანარჩუნებლად.

გამოიყენეთ ბუხარი თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად
დიდი ზომის მისაღები ოთახი შეიძლება ხშირად ძალიან “ცივად” გამოიყურებოდეს, რადგან ავეჯსა და ცალკეულ სივრცეებს შორის ბევრი ცარიელი ადგილი რჩება. ამ დროს მყუდრო და თბილი აქცენტების დამატება საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ბუხრის სიახლოვეს კომფორტული დასასვენებელი ადგილის მოწყობას. იმისთვის, რომ ბუხარი უფრო მყუდრო იყოს, გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც სითბოსთან კავშირის გრძნობას ქმნის, მაგალითად, ბუნებრივი ქვა ან აგური. სათანადოდ მოწყობის შემდეგ, წაახალისეთ ოჯახის წევრები, რომ შეიკრიბონ ბუხრის გარშემო და ჩაერთონ ოჯახურ თუ მეგობრულ აქტივობებში.

დაამატეთ სარკე ბუხრის ორივე მხარეს
ბუხრის ირგვლივ დეკორაციების დამატების ერთ-ერთი პოპულარული გზაა ე.წ. „3+1“ ხრიკის გამოყენება. ეს ნიშნავს ვიზუალური ინტერესის შესაქმნელად სხვადასხვა სიმაღლის ელემენტების განლაგებას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბუხრის თავზე კედლის ნახატი, მის გვერდებზე კი დიდი ზომის სარკეები დაკიდოთ. ამ მეთოდს ერთზე მეტი ფუნქცია აკისრია და ის არა მხოლოდ ოთახის იერსახესა და მთლიანობას ქმნის, არამედ უზრუნველყოფს სივრცეში ბუნებრივი სხივების შემოსვლასაც, რაც სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს ხდის.

ჩაანაცვლეთ ტელევიზორი
რა თქმა უნდა, ბუხრის ზემოთ ტელევიზორის განთავსება შეიძლება ძალიან კომფორტული და თანამედროვე გადაწყვეტა იყოს, მაგრამ ამ გზით შორდებით ოჯახსა და მეგობრებს და ყურადღება გადაგაქვთ არა მყუდრო გარემოში მათთან საუბარზე, არამედ ტელევიზორის ყურებაზე. ტელევიზორს ასევე შეუძლია დაჩრდილოს თქვენი ინტერიერიც. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ის კედლის მიმდებარე სივრცეში მოათავსოთ, უშუალოდ ბუხრის თავზე კი ნახატები ან სხვა დეკორაციები დაკიდოთ.

წყარო:https://www.homeis.ge
მასალის გამოყენების პირობები