პატარა სივრცის ფუნქციურად ათვისება ისე, რომ ოთახი ავეჯით „გაჭედილი“ არ იყოს, ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ.
რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ – როგორ ვაქციოთ მცირე ფართის ოთახი მოდურ და ფუნქციურ სივრცედ.
- შეინარჩუნეთ ცარიელი იატაკი
მაქსიმალურად შეეცადეთ, სივრცე იყოს თავისუფალი. მაგალითად, კარადების განთავსების ნაცვლად, გამოიყენეთ კედლის თაროები, ტორშერის ნაცვლად კი – კედლის სანათები.
- გამოიყენეთ დასაკეცი ნივთები
თუ გჭირდებათ სასადილო ან საწერი მაგიდა, უმჯობესია, გამოიყენოთ ავეჯი, რომელიც იკეცება მარტივად.
- განათება
პატარა სივრცეში ხშირად მზის შუქის ნაკლებობაა. კარგი იქნება, მთავარი განათების გარდა, გამოიყენოთ კედლის ბრები ან პატარა ტორშერები, რაც ოთახსაც გაანათებს და მყუდრო გარემოსაც შექმნის.
- ემეგობრეთ სარკეს
სარკის გამოყენება ძალიან ხშირი და ყველასთვის ცნობილი მეთოდია. სივრცის არეკვლა მის მოცულობას ზრდის, თუმცა ზოგს არ უყვარს ოთახში ბევრი სარკე, ამიტომ აქ ჩამოთვლილი რჩევებიდან სხვა რეკომენდაციის გათვალისწინება შეგიძლიათ.
- სწორად შეარჩიეთ ხალიჩა
სივრცეში დიდი ზომის ავეჯი არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ, როცა საქმე ხალიჩას ეხება – პირიქით. პატარა ხალიჩა სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს. აირჩიეთ დიდი ზომის ან კედლიდან კედლამდე დასაფენი ხალიჩა.
- მიეცით ნივთებს სუნთქვის საშუალება
დაიცავით მანძილი არა მხოლოდ ავეჯსა და ავეჯს შორის, არამედ კედელსა და ავეჯს შორისაც.
- ითამაშეთ ზომებით
ავეჯი, უმჯობესია, მცირე ზომის იყოს. სამაგიეროდ, ინტერიერის დიზაინერები ასეთ დროს დიდი ზომის ფერწერული ტილოს ან სხვა დეკორის გამოყენებას გირჩევენ.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო https://www.facebook.com/people/Mei-Interior-Design/61555895953572/
მასალის გამოყენების პირობები