როგორ მოქმედებს საშუალო ეგრონომიკული პროგრამა აშშ-ში

0
520

როგორ მოქმედებს საშუალო ეგრონომიკული პროგრამა აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მონაცემებით საშუალო ერგონომიკული პროგრამა ერთ დასაქმებულზე შეადგენს 150$-დან 200$-მდე წელიწადში. აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ერგონომიკაში ინვესტირებულ ყოველ 1 მილიონ დოლარზე მოგებამ შეადგინა 3 მილიონი დოლარი. ინვესტიცია ძირითადად მდგომარეობდა მუშახელის სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შექმნაში. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მონაცემებით, ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე დახარჯულ ყოველ 1$-ს მოაქვს 4-6$ ეკონომია. წარმოების უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია, როგორც წესი – ეფექტურია. ამრიგად, ერგონომიკის დანერგვა დამსაქმებლებისათვის უბრალოდ კარგი ბიზნესია. ერგონომიკისთვის მთავარია სხეულის მრავალფეროვანი თავისებურებების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება განმეორებადი მოძრაობებით და სტრესით გამოწვეული ტრავმების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების რიცხვი. ინფორმაცია ამერიკის სტატისტიკის ბიუროდან: ყველა, დროებითი შრომისუუნარობის გამომწვევი დაზიანებების და დაავადებების 33%-ს შეადგენს საყრდენმამოძრავებელი აპარატის ფუნქციური დარღვევები. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ოფისში მომუშავეთა შორის, სადაც იგი შეადგენს დაავადებების 40%-ს (39,350 შემთხვევა). მოყვანილი მონაცემების მიხედვით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციური მოშლილობის გამო სამუშაოს გაცდენებმა წელიწადში საშუალოდ შეადგინა 10 სამუშაო დღე, სხვა პათოლოგიების შემთხვევაში კი – 8 დღე. მაჯის გვირაბის სინდრომი – ყველაზე ხშირად გავრცელებული სინდრომია ოფისში მომუშავეთა შორის. ამ მიზეზით სამსახურში გაცდენილი დღეების რაოდენობა წელიწადში შეადგენს საშუალოდ 30 დღეს, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დარღვევების შემთხვევაში. არსებობს კიდევ ე .წ. „არასრულფასოვანი დასწრების“ პრობლემა, როდესაც თანამშრომელი ცხადდება სამსახურში, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობემების გამო, სრულყოფილად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ამ პრობლემების ძირითად მიზეზს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია წარმოადგენს. ძნელია ”არასრულფასოვანი დასწრების” პრობლემის წინასწარ განსაზღვრა, რადგან თანამშრომლები რეალურად სამსახურში არიან, თუმცა მუშაობენ უფრო ნელ ტემპში და სამუშაოს დროს დაშვებული შეცდომების რიცხვიც უფრო მაღალია. მკვლევარებმა დაითვალეს, რომ ამ პრობლემის მქონე დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაო 7,5-ჯერ დაბალი ხარისხისაა. ჰარვარდის სკოლის ბიზნეს-მიმოხილვის მიხედვით, ამერიკული კომპანიების ზარალი ”არასრულფასოვანი დასწრების” პრობლემის გამო, წელიწადში 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. ორგანიზაციების მიერ სხვა პირდაპირი დანახარჯებიადაზღვევის დაფარვა, მუშახელის კომპენსაცია. ირიბი დანახარჯებია – გამოცდილი მუშახელის დაკარგვა და ახალი თანამშრომლის კვალიფიკაციის შეძენაზე გაწეული ხარჯები. არსებობს აგრეთვე სხვა მოცულობითი დანახარჯებიც. მაგ.: სასამართლოს განაჩენის სისრულეში მოყვანის გამო დამსაქმებლის მიერ გაღებული მილიონობით დოლარი და სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლების ავადობა წელიწადში 60 მილიარდი დოლარი უჯდებათ. გაცემული კომპენსაციები 15-დან 20 მილიარდ დოლარამდეა. თანამშრომლებზე სხვადასხვა მიზეზით დახარჯული ყოველი 3 დოლარიდან ერთი დოლარი მოდის საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევის კომპენსაციაზე. საშუალო დანახარჯი მაჯის გვირაბის სინდრომის გამო შეადგენს დაახლოებით 30,000 დოლარს. დამსაქმებელი კომპანიების მიერ ეს უზარმაზარი დანახარჯები აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან, რომლებიც ვითარდება ნელ-ნელა და პროგრესირდება დროთა განმავლობაში.  ბევრ დასაქმებულს ეს დაავადება უკვე აღენიშნებათ, მაგრამ დიაგნოზი ჯერჯერობით დასმული არა აქვთ. უფრო მეტიც, იმ დასაქმებულებს, რომლებსაც დიაგნოზი უკვე დასმული აქვთ, ესაჭიროებათ მუდმივი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს შრომის უნარიანობის დაქვეითება და კომპანიის მიერ დანახარჯების გაზრდა. საერთო ჯამში დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს მუშახელის ჯანმრთელობა და კომფორტი.

საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე

როგორ მოქმედებს საშუალო ეგრონომიკული პროგრამა აშშ-ში

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ