თითოეული საძინებელის მთავარი ელემენტი – საწოლია, რომელიც ნებისმიერი ტიპის საძინებლის ფოკუსს წარმოადგენს. სწორედ საწოლზეა დამოკიდებული საძინებელი ოთახის სტილი . სწორი მასალა და ფერი ავსებს ინტერიერის დიზაინს, მაგრამ უმთავრესი პარამეტრი – საწოლის ზომაა.
როგორ უნდა აირჩიოთ იდეალური საწოლი? – საიდან დაიწყოთ?
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი სივრცე. საწოლის ზომა გადამწყვეტია საძინებელ ოთახში. თუ თქვენი საძინებელი არ არის დიდი, მაშინ გჭირდებათ კომპაქტური და მყუდრო საწოლი, რომელიც მცირე ადგილს დაიკავებს.საწოლი ინტერიერის მთავარი და განუყოფელი ელემენტია.
როდესაც საქმე ზომის არჩევას ეხება, დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი გაქვთ საძინებელში. შეინარჩუნეთ საძინებლის ფუნქციონალი. შერჩეული საწოლის ზომები ჩაიწერეთ, გაზომეთ ოთახი და წარმოიდგინეთ, რომ საწოლის ჩარჩო უკვე დადგით.
TWIN
ერთადგილიანი საწოლი იდეალურია ბავშვებისთვის, არის კომპაქტური და მცირე ზომას დაიკავებს თქვენ საძინებელში. ბავშვებისთვის ეს ზომა საკმარის ადგილს დატოვებს თამაშისთვის მათ სივრცეში. ასეთი ოთახები ხშირად ორმაგი დანიშნულებით გამოიყენება, როგორც სტუმრის დასარჩენად, ასევე სახლის ოფისად.
FULL
ამ ზომის საწოლი ნაკლებ კვადრატულ მეტრს იკავებს, ვიდრე King ან Queen საწოლები. ეს ზომა იდეალურია როგორც მოზარდის ოთახისთვის, ასევე სტუდიოს ტიპის ბინისთვის და პატარა საძინებლისთვის.
QUEEN
თუ ოთახში არ გაქვთ საკმარისი სივრცე დიდი საწოლის დასადგამად,მაშინ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ფართის დასაზოგად QUENN size საწოლი.
KING
«king-size» საწოლი განკუთვნილია დიდი ოთახისთვის და დიდი სივრცისთვის,king size წყვილისთვის კომფორტულ და სრულ ძილს უზრუნველყოს. ასევე საწოლის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ჭერის სიმაღლეც.
განლაგება
შემდეგ ეტაპზე, თქვენი სივრცის ზომიდან და თქვენთვის სასურველი საწოლის ზომიდან გამომდინარე, განიხილეთ სხვადასხვა განლაგება.
ვარიანტი 1
დგამთ საწოლს სივრცის ცენტრში. ასეთი განლაგება საშუალებას იძლევა ოთახში განათავსოთ როგორც ტუმბოები ასევე კომოდი სარკით.
ვარიანტი 2
მეორე ვარიანტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს სივრცე საძინებელში. თუ თქვენ ცხოვრობთ პატარა ბინაში ან სტუდიოს ტიპის ბინაში , კედელთან მიდგმული საწოლი არ დაგირღვევთ პირადი სივრცეს.
მასალა
საწოლის კარკასის მასალის არჩევით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ სტილი, რომლისკენაც ისწრაფვით. განსაზღვრული მასალები გამოიყენება ინტერიერის დიზაინის მრავალ ესთეტიკურ ელემენტებში.
ხე
საწოლის ჩარჩოს სტილი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ხის მასალისგან, შესანიშნავი გზაა სტილის ორგანული განცდის მისაღწევად. თუ თქვენ შთაგონებული ხართ ბოჰემური, ვინტაჟური , ან თანამედროვე სტილით, ეს კატეგორია თქვენთვისაა.
UPHOLSTERED
გლამურული სტილის მოყვარულებისთვის, იდეალურია რბილი, ნაჭრის თავიანი საწოლები. ეს სტილი თქვენ საძინებელს შემატებს ელეგანტურობას და დახვეწილობას.
მეტალი
მეტალის საწოლის შესანიშნავია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მოსწონთ სხვადასხვა სტილის დიზაინი. უხეში, მკვეთრი ინდუსტრიული დიზაინით შთაგონებული სივრცეებიდან დაწყებული, მინიმალისტური სტილით დამთავრებული.
იდეალური საწოლის არჩევა დაგეხმარებათ თქვენი სტილის ჩამოყალიბებაში. თქვენი საძინებელი არის კომფორტის და დასვენების ადგილი დღის ბოლოს, ამიტომ, დაუთმეთ დრო თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის არჩევას.
წყარო:https://ashleyhome.ge
მასალის გამოყენების პირობები