შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევარჩიოთ სათავსო ყველა ოთახისთვის

როგორ შევარჩიოთ სათავსო ყველა ოთახისთვის

თუ საცხოვრებლად ახალ ბინაში გადადიხართ, გეცოდინებათ ამ პროცესს რა გამოწვევები ახლავს თან. პირველ რიგში, ეს ნივთების გადანაწილება და ისე შენახვაა, რომ მათ ზედმეტი სივრცე არ დაიკავონ და არეულობა არ შექმნან. მყუდრო ბინის შექმნაში სწორად შერჩეულ სათავსოებს დიდი როლი უკავიათ. რომელ ოთახში როგორი ტიპის სათავსოა უმჯობესი, ამის გარკვევაში ჩვენ დაგეხმარებით.

 

  • სათავსოები საძინებელ ოთახში

 

საძინებელ ოთახს დასვენების გარდა შემნახველის ფუნქციაც აქვს. კარადები, თაროები, საკიდები, კალათები, უჯრები – აღნიშნული სათავსოები თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს ისე უნდა შეუსაბამოთ, რომ სივრცის ეკონომიაც არ დაივიწყოთ. ერთ-ერთი ასეთი ჭკვიანური არჩევანი ისეთი საწოლის შეძენაა, რომელსაც სათავსო მოჰყვება – როდესაც საწოლის ქვემოთ სტანდარტული სათავსოა, გვერდებზე კი უჯრები და თაროებია დამონტაჟებული. საწოლის ქვეშ ასევე შეგიძლიათ გამოსაწევი სათავსო გააკეთოთ, სადაც ფეხსაცმლებს შეინახავთ. ტრენდულია მულტიფუნქციური კარადები, რომლებიც ბევრი ზონირებული უჯრით გამოირჩევა. სეზონური ტანსაცმელი შეგიძლიათ ყუთებში შეინახოთ, თან თითოეულ ყუთს დააწეროთ, რაში რა დევს. კარადა კი ამ ყუთებით რომ არ დატვირთოთ, ისინი შეგიძლიათ ფარდის უკან დამალოთ.

 

  • სათავსოები მისაღებ ოთახში

 

სათავსოების სისტემის ორგანიზებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული გზა სტელაჟის დადგმაა. ის შეიძლება იყოს, როგორც ჩაშენებული, ასევე სხვადასხვა ბლოკებისგან შემდგარი მოდული. სტელაჟი მოიცავს ღია თაროებს, დახურულ კაბინეტებს და უჯრებს. ის ასევე საუკეთესოა ბიბლიოთეკის მოსაწყობად. მასშტაბების მიუხედავად, სტელაჟი ოთახში დიდ ადგილს არ იკავებს. თუ მას თეთრ ფერში შეღებავთ, ღია ტონალობები სიმსუბუქის განცდას შექმნის.

 

მოძებნეთ ოთახის ცენტრალური წერტილი, რომელიც ხშირად ტელევიზორია ხოლმე. მის ორივე მხარეს თაროები განათავსეთ. ასევე ტელევიზორის ქვეშ უჯრებიანი და თაროებიანი ტუმბო დადგით.

 

  • სათავსოები სამზარეულოში

 

სამზარეულოში უამრავი სათავსოა – გარნიტურიდან დაწყებული სამზარეულოს კუნძულით დამთავრებული. გარნიტურის ქვედა სათავსოები მინიმუმ 2 უჯრას მაინც უნდა მოიცავდეს, ზედა სათავსოების შემთხვევაში კი თანაბრად პრაქტიკულია, როგორც გამოსაღები, ასევე ზევით ასახდელი კარები. რაც შეეხება სამზარეულოს კუნძულს, ის უნდა მოიცავდეს სამუშაო მაგიდას, ნიჟარას და 4-5 სათავსოს მაინც.

 

  • სათავსოები სააბაზანოში

 

აბაზანის გეგმარების დროს თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სააბაზანო მყუდრო იყოს, ის არ უნდა გადატვირთოთ. ჩაშენებული მოძრავკარიანი კარადა სივრცის დაზოგვის რაციონალური გადაწყვეტილებაა. ასევე შეგიძლიათ ნიჟარის ქვეშ ღიათაროებინი სათავსო განათავსოთ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები