ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევინარჩუნოთ სიგრილე სახლში

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე სახლში

გაინტერესებთ, როგორ დააღწიოთ თავი ამ ზაფხულის ცხელ დღეებს და როგორ შეინარჩუნოთ სიგრილე სახლში? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა

როგორც წესი, ზაფხული სილაღესა და დასვენებასთან არის დაკავშირებული. მზიანი დღეები, სიმწვანე და საზღვაო კურორტები მშვენივრად ჟღერს, განსაკუთრებით როცა გრძელი და ცივი ზამთარი სულ ახლახან მოვიტოვეთ უკან, თუმცა სიცხეების დადგომასთან ერთად, მზე არც თუ ისე სასიამოვნო ხდება და ამ დროს თითოეული ჩვენგანი გაგრილებულ სივრცეს აფარებს თავს. ტემპერატურისა და მძიმე ჰაერის ატანა განსაკუთრებით რთული საღამოს საათებშია, როდესაც სიცხე ძილის საშუალებას არ იძლევა. კარგი ძილი კი უმთავრესია მომდევნო დღის გამოწვევებთან გასამკლავებლად.
რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს კონდიციონერი გვაძლევს სიგრილეში ცხოვრების შესაძლებლობას, თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც ბიუჯეტზე, ასევე გარემოზე.

 

ამ ბლოგში გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ სახლში და განსაკუთრებით საძინებელ ოთახში სიგრილის შენარჩუნება.

 

 

 

 

თხელი გადასაფარებელი

 

ზამთარში ტემპერატურის კლებასთან ერთად, ფუმფულა საბანში გამოხვევა სულ უფრო სასიამოვნო ხდება. თუმცა ზაფხულში უკანასკნელი რამ, რაც ლოგინში გჭირდებათ, მძიმე და თბილი საბანია. მშვიდი და გრილი ძილისთვის, ტემპერატურის მატებასთან ერთად 100% ბამბის ქსოვილის გადასაფარებელს გირჩევთ, რომელიც ჰაერს ატარებს და მაქსიმალურად დაგიცავთ გადახურებისგან. ასევე ოპტიმალური არჩევანია ე.წ. პირსახოცის გადასაფარებელი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივია ჰაერის ცირკულაციისათვის. რაც შეეხება გადასაფარებლის ფერს, ღია ფერის ქსოვილს ან სიგრილესთან ასოცირებული პრინტის მქონე ქსოვილებს გირჩევთ, რადგან ასე გაგრილების მეტ ეფექტს მიიღებთ. ქსოვილის შემადგენლობის გარდა, ვიზუალსაც დიდი წვლილი მიუძღვის სიგრილის ეფექტის შექმნაში, რადგან თვალის მიერ აღქმული გარემო გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

 

 

 

 

გრილი ბალიში

 

ცხელი ბალიში მოუსვენარი ძილის მთავარი გამომწვევი მიზეზია, სწორედ ამიტომ გამაგრილებელ ბალიშს თქვენთვის შვების მოგვრა შეუძლია. იმისათვის, რომ სტანდარტული ბალიში გამაგრილებელი თვისებების მქონე ბალიშით ჩაანაცვლოთ მისი შეძენა და დიდი თანხის გადახდა სულაც არ არის საჭირო. გრილი ბალიშის შექმნა, სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ამისათვის დაგჭირდებათ ყინულის პაკეტი და გამაგრილებელი გელი რომელსაც ბალიშის ზედაპირის ქვეშ მოათავსებთ. დამატებითი სიგრილისათვის, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ბალიშის მაცივარში შენახვა შეგიძლიათ. თუმცა გელი ოთახის ტემპერატურაზეც ინარჩუნებს სიგრილეს.

 

 

 

კომპაქტური ვენტილატორი 

 

თუ ზაფხულის გრილი ნიავი გენატრებათ და კონდიციონერის ჩანაცვლება გსურთ, საძინებელ ოთახში პატარა მაგიდის ვენტილატორს გირჩევთ. კომოდის ან მაკიაჟის მაგიდაზე კომპაქტური ვენტილატორის განთავსებით, სასიამოვნო და საჭირო ნიავს აუცილებლად შეიგრძნობთ. სცადეთ ყინულის კუბებისა და გაცივებული წყლის თასის გამოყენება, რომელსაც ვენტილატორის წინ მოათავსებთ, რადგან ასე ჰაერის მუდმივი ნაკადი თქვენს სასუნთქ გზებს არ გამოაშრობს.
ოთახში გრილი ნიავის შესაქმნელად ჭერის ვენტილატორი გამოიყენება და რადგან ცხელი ჰაერი ჭერში გროვდება, ეს ალტერნატივა საკმაოდ ეფექტურია. გაგრილების ამ საშუალებას ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში იყენებენ.

 

 

 

 

შეამოწმეთ ფანჯრების ეფექტურობა

 

 

როდესაც ზაფხულის ცხელი ჰაერი თქვენს სახლში შემოღწევას ცდილობს, მხოლოდ კონდიციონერი ან გაგრილების სხვადასხვა საშუალებები ვერაფერს გახდება, თუ თქვენს ფანჯრებს ნაპრალები აქვს. ამიტომ შეამოწმეთ ისინი როგორც შიგნიდან, ისე გარედან. კარგად დაათვალიერეთ და მოიძიეთ ის ხარვეზები რომლებიც ჰაერს აპარებენ. იქნება ეს გრილი ჰაერის გარეთ გადინება თუ ცხელი ჰაერის შიგნით შემოდინება, პრობლემა მაინც საერთოა. თქვენი სახლი იქნება გადახურებული და გაგრილების საშუალებების მეტით ინტენსივობით გამოყენება გახდება საჭირო. ეს კი ზედმეტი რესურსის დახარჯვას მოითხოვს.

 

 

 

 

შუშის დაბურვა 

 

 

ფანჯრების დაცვის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება შუშების დაბურვაა. რა თქმა უნდა ეს სრულად არ იცავს მზის სხივების ოთახში შემოსვლისგან, თუმცა გიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან და გეხმარებათ მეტი სიგრილის შენარჩუნებაში. ამასთანავე ზამთრის პერიოდში ის პირიქით სითბოს ინარჩუნებს, ამიტომ მისი გამოყენება ცალსახად საკმაოდ მომგებიანია.

ზაფხულის ფარდები 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი სიგრილის შესანარჩუნებლად, მზისგან დამცავი ფარდებია. რადგან სიცხის ყველაზე დიდი ნაწილი უშუალოდ ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივებია, აუცილებელია, რომ დღის მანძილზე ჩამოაფაროთ სქელი, ღია ფერის და არა-გამჭვირვალე ფარდა, რომელიც სივრცეს მზის სხივების შემოდინებისგან იცავს. სცადეთ ეს მეთოდი და თავად დარწმუნდით, თუ რამდენად ეფექტურია დღის სქელი ფარდა სიგრილის შენარჩუნებაში.

 

 

 

 

კონდიციონერის შემოწმება 

 

თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ კონდიციონერის ფილტრი საჭიროებს პერიოდულ წმენდას. იმისათვის, რომ კონდიციონერმა მაქსიმალურად გამართულად და ეფექტურად იმუშაოს, გამოიძახეთ პროფესიონალი და ენდეთ მას ფილტრის გაწმენდაში. ასე დაზოგავთ როგორც კონდიციონერის მოხმარებულ ენერგიას, ასევე გაუფრთხილდებით თქვენი ნივთის ხანგრძლივ ფუნქციონირებას.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები