მყუდრო მინიმალისტურ დიზაინში აქცენტი კეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე. მისი მიღწევა შესაძლებელია თბილ ფერთა პალიტრით, ატმოსფერული განათებით, ღია სივრცეებითა და ბუნებრივი ელემენტებით. აირჩიეთ რამდენიმე მაღალი ხარისხის ნივთი და თავი აარიდეთ სივრცის გადატვირთვას. არ არის საჭირო ყველა კუთხის შევსება.
- თბილი ფერები ქმნის მშვიდ ატმოსფეროს. დაიწყეთ ნეიტრალური ფერებით, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი. ეს ფერები გამოიყენეთ კედელზე, კარის ჩარჩოებსა და დიდ ავეჯზე. შემდეგ დაამატეთ შინდისფერი, ყავისფერი, ლურჯი ან სხვა თბილი ფერები მცირე ზომის ავეჯში, ბალიშებში, კედლის ნაწილებში. ბოლოს კი, ინტერიერის დასასრულებლად, აქსესუარებსა და სხვადასხვა ნამუშევრებში ყვითელი ან ნარინჯისფერი შეგიძლიათ დაამატოთ.
- გამოიყენეთ ფენებიანი განათება, რაც გულისხმობს ინტერიერში სხვადასხვა ტიპის განათების ჩართულობას. სამუშაო განათება ფოკუსირებულია კონკრეტულ ადგილებზე, როგორიცაა სამკითხველო კუთხეები ან სამზარეულოს დახლები. აქცენტირებული განათება გულისხმობს კედელზე დასამაგრებელ სანათებს, როგორც ხელოვნების ნამუშევრებზე მიმართული. ასევე, განცალკევებით ჩამოკიდეთ სხვადასხვა დიზაინის ნათურები, რაც სივრცის საერთო სითბოს გააძლიერებს.
- ბუნებრივი მასალებია ხე, ქვა, ტყავი და თითოეული მათგანი ინტერიერს აკავშირებს ბუნებასთან. ასევე, მნიშვნელოვანი ელემენტია სახლის მცენარეები, რომლებსაც შეუძლია კიდევ უფრო მყუდროდ გარდაქმნას სივრცე.
- განალაგეთ ავეჯიც და დეკორაციაც ისე, რომ დატოვოთ სივრცეები, ერთმანეთთან ნუ მიატყუპებთ. დატოვებული სივრცეები მოწესრიგებულობის განცდასაც აჩენს და მშვიდ, მყუდრო ინტერიერს ქმნის.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://archi.ge/ka/blogs/myudro-interiri
მასალის გამოყენების პირობები