როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში

3 წუთიანი წაკითხვა

10 რჩევა, თუ როგორ უნდა შექმნათ საზაფხულო განწყობა ინტერიერში

 

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი გარემოს შექმნაში.

  1. თეთრი ფერი + ნატურალური ხე

თეთრი ფერი საზაფხულო საძინებლისთვის ყველაზე აქტუალურია. ნათელი და ბუნებრივი ხის ტონები სხვადასხვა თეთრ ტექსტურასა და მასალას შეუხამეთ: ლითონი, ბამბის თეთრეული, ფანჯრებზე მსუბუქი გამჭვირვალე ტიული მძიმე „ზამთრის“ ფარდების ნაცვლად – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, შექმნათ ჰარმონიული, დინამიკური სივრცე და იგი საზაფხულო სიახლით შეავსოთ.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში

  1. პასტელური ფერთა გამა

დელიკატური პასტელური ფერები კარგად გამოიყურება საძინებელში წლის ნებისმიერ დროს. ექსპერტები მდოგვისა და დედამიწის ტონების დამატებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში ველური ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარეების თაიგულიც არ იქნება ზედმეტი.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 2

  1. თეთრეული მცენარეების ორნამენტებით

რა არის ზაფხული სიმწვანისა და ყვავილების გარეშე?! საზაფხულო საძინებლისთვის კარგი გამოსავალი იქნება თეთრეული მცენარეების ორნამენტებით. ამ მხრივ არჩევანი შეუზღუდავია. უბრალოდ, შეეცადეთ გამოიყენოთ ღია ფერის თეთრეული, რათა ინტერიერი ვიზუალურად არ დაამძიმოთ და ჰაეროვნება არ დააკარგვინოთ.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 3როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 4

  1. ნორჩი ყვავილები

კარგად შემუშავებული საძინებლის ინტერიერი დიდ სეზონურ ცვლილებებს არ საჭიროებს. თუმცა, შეგიძლიათ სივრცე მოწესრიგებულ ლარნაკებში ჩადებული ლამაზი საზაფხულო თაიგულებით განაახლოთ. უბრალო ველური ან ბაღიდან ახლად მოჭრილი ყვავილები და გამჭვირვალე მინის ლარნაკი იდეალური იქნება. მთავარია, არ გამოიყენოთ ისეთი მძაფრი სურნელის მქონე ჯიშები, როგორიც არის ჟასმინი, იასამანი და ა. შ. – ამან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს და დაძინებაში ხელი შეგიშალოთ.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 5

  1. ტროპიკული პრინტები

მარტივი ხრიკი, რომელიც ოთახში ზაფხულის განცდას დაუყოვნებლივ შექმნის, არის ქსოვილებზე ტროპიკული პრინტების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საწოლები, დეკორატიული ბალიშები, ფარდები ან ხალიჩები – მთავარია, მწვანე და ნათელი ტონები გამოიყენოთ.

READ  რა უნდა გავითვალისწინოთ შპალერის არჩევისას

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 6

  1. სტილი Safari

მყარი ავეჯი, რომელიც აფრიკული სტილის კაშკაშა აქსესუარებთან, ეთნიკურ ნიმუშებთან და სპილოს ძვლისფერ თეთრეულთან არის შერწყმული, საძინებელში სავანის ცხელი ზაფხულის განცდის შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 7

  1. აგარაკის რომანტიკა

უბრალო ლითონის საწოლი + მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილი – და თქვენი ქალაქის ბინის საძინებელი აგარაკის იდილიად იქცევა. ოთახის მცენარეები და ველური ყვავილების თაიგული კი ამ ყველაფერს დააგვირგვინებს.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 8

  1. პიტნა ლიმონით

კიდევ ერთი პოპულარული საზაფხულო კომბინაციაა პიტნა ლიმონით. იგი კარგად შეეფერება არა მხოლოდ კოქტეილებს, გამაგრილებელ ლიმონათებსა და ვიტამინებს, არამედ ინტერიერის დიზაინსაც. გამოიყენეთ ტექსტილი ლიმონისა და პიტნის ფერებში, რათა ოთახი ახალი პოზიტიური ატმოსფეროთი შეავსოთ. საზაფხულო ატმოსფერო გარანტირებულია.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 9

  1. თეთრი + ცისფერი

სახლში საზაფხულო განწყობის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა ხმელთაშუა ზღვის სტილისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცისფერი-თეთრი ან ცისფერი-ლურჯი ფერთა გამის გამოყენება. ის ყოველდღე შეგახსენებთ ზღვას, თუნდაც ქალაქის შუა გულში.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 10

  1. სტილი Boho

ამ სტილის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან – „ბოჰემა“ და ითარგმნება, როგორც „ბოშა.“ მას ახასიათებს ფერთა მძვინვარება, ექსცენტრულობის ზღვარზე მყოფი ეკლექტიზმი, ეთნიკური მოტივების ნაზავი და გამოხატვის სრული თავისუფლება. არ დაგავიწყდეთ გამწვანება – ეს თქვენს ბოჰემურ საძინებელს მეტ ელეგანტურობას შესძენს.

როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 11როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში — ფოტო 12

წყარო

#drpkhakadze

ძილის ხარისხი 2026

სიბნელე + სიჩუმე + 18-20°C = ძილი 35%-ით უკეთესი. Blackout ფარდა: 60-200 ₾. ეს ყველაზე იაფი “ძილის თერაპიაა”.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *