ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიროგორ შევღებოთ ჭერი მარტივად

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად

ჭერის შეღებვა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სახლის რენოვაციისას. შეიძლება ითქვას, რომ მას გარკვეული ცოდნაც კი სჭირდება და, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამას თავად ვაკეთებთ.

გსურთ ისწავლოთ როგორ შეღებოთ თქვენი ჭერი? აი, როგორ უნდა დაიწყოთ ამის გაკეთება:

მუქიდან ღია ტონამდე

თუ თქვენ მუქი ჭერის ხელახლა შეღებვა გიწევთ, საამისოდ გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. მუქი ფერიდან ნათელ ფერზე გადასვლას შეიძლება დასჭირდეს ოთხი ფენა. თქვენ სავარაუდოდ დაგჭირდებათ პრაიმერის ორი ფენა, რასაც მოჰყვება საღებავის კიდევ ორი ფენა.

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად

თეთრის თეთრით ღებვა

თუ თეთრ ფონზე კვლავ თეთრით ღებავთ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია – ბზარები და ლაქები არ არის – მაშინ შეგიძლიათ ზედაპირზევე დაიტანოთ ტონი. მაგრამ თუკი ლაქები არსებობს, ის უნდა იყოს დამუშავებული ლაქების დამბლოკავი პრაიმერით; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად გაივლიან საღებავს და დატოვებენ ლაქებს.

ბზარები

თუ თქვენ ღებავთ ღიადან მუქ ტონზე ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა კედლებს ბზარები აქვს. ხშირად ფერთა შეუსაბამობა ხაზს უსვამს ნაკლოვანებებს – შეიძლება მათ გამო ახალი ნამუშევარი ძველივით გამოიყურებოდეს.

გაასუფთავეთ ჭერი

მცირე მტვერიც კი შეიძლება საზიანო იყოს. ნაწილაკები აფერხებს სათანადო კავშირს საღებავსა და ზედაპირის ფართობს შორის. გამოიყენეთ სუფთა ცოცხი მტვრის მოსაშორებლად – ორიენტირდით ობობის ქსელისკენ მიდრეკილ კუთხეებზე.

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად

გაითვალისწინეთ დასასრული

ბრტყელი მოპირკეთება საკმაოდ შესამჩნევია ხოლმე, ხოლო უფრო პრიალა საღებავი ინარჩუნებს შუქს ოთახში. ბზინვარების მქონე საღებავები, ისევე როგორც ნახევრად პრიალა საღებავები, უფრო მეტად გამოკვეთს ფერს.

მოემზადეთ შეღებვისთვის

ჭერზე მუშაობა რთულია – უფრო მეტიც, თქვენ მუდმივად მოგიწევთ, თვალყური ადევნოთ სპრეის და წვეთებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ლაქებს აჩენს ტანსაცმელსა და ყველაფერზე, რაც დაუფარავი რჩება ქვემოთ.

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად

სწორი ტექსტურა

ნებისმიერი ტექსტურა არ გამოდგება. მძიმე ტექსტურირებული ჭერის მომავალში ხელახლა შეღებვა რთულია. ამას გარდა, დამატებით ტექსტურას ასევე შეუძლია ჭერი უფრო დაადაბლოს. ამიტომ, თუ შეამჩნევთ ზედმეტ (ჯერ კიდევ სველ) საღებავს, დაუბრუნდით მას და ეცადეთ, გაანაწილოთ სხვა მიმართულებით.

დაისვენეთ და არ იჩქაროთ

იმისთვის, რომ საღებავი ჭერზე დარჩეს და არა თქვენზე ან თქვენს ირგვლივ არსებულ საგნებზე, გირჩევთ იმუშაოთ ნელი ტემპით (უფრო ნელა, ვიდრე კედლის ღებვის დროს).

წყარო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები