შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერირომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ

რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ

ზაფხულში სახლის განახლება მცენარეებით შეგიძლიათ დაიწყოთ. რადგან ამ სეზონზე დასასვენებლად მიდიხართ, ისეთი მცენარეები შეარჩიეთ, რომლებსაც სიცხე უყვართ და ხშირად მორწყვა არ სჭირდებათ. ეს კი ხელს შეგიწყობთ შვებულება კომფორტულად და ზედმეტი დარდის გარეშე გაატაროთ. გაგაცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

 

ალოე

 

 

რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც ბაღში სეირნობთ? სავარაუდოდ, ყველაზე მეტად სიმშვიდესა და სიწყნარეს გრძნობთ. სწორედ, მსგავსი შეგრძნებები შეგიძლიათ გადმოიტანოთ სახლშიც. ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ ალოეს მცენარე, რომელსაც ჰაერში გავრცელებული მავნე ნივთიერებების აღმოჩენა შეუძლია. მაგალითად, თუ ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ალოეს ფოთლებზე ყავისფერ ლაქებს შეამჩნევთ.

 

სანსევიერა იგივე „გველი“ მცენარე

 

სახელის მიუხედავად, ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვიზუალურად კარგად გამოიყურება. ეს მცენარე ჰაერს საუკეთესოდ ასუფთავებს, მორწყვა კი ორ კვირაში ერთხელ უნდა. შესაბამისად, როგორც სხვა სუკულენტები, ისიც თავისუფლად შეგიძლიათ დროებით დატოვოთ და შვებულება მშვიდად და კომფორტულად გაატაროთ.

 

სუკულენტები და კაქტუსი

 

 

სუკულენტები მარტივად მოსავლელი მცენარეებია, რომლებსაც ხშირი მორწყვა არ უნდათ. ზაფხულში, როდესაც დასასვენებლად წახვალთ, ისინი თავისუფლად შეგიძლიათ დატოვოთ სახლში და იმის იმედიც გქონდეთ, რომ თქვენს ჩამოსვლამდე არაფერი მოუვათ. სუკულენტები და კაქტუსები ინტერიერის დიზაინს ძალიან უხდება. რადგანაც ისინი ხშირად მცირე ზომის გვხვდება, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ჭერზე ან დატოვოთ ფანჯრის რაფაზე.

 

დრაცენა სანდერა იგივე ბამბუკის მცენარე

 

უჩვეულო ფორმის დრაცენა სანდერა ზაფხულში ყვავილობას იწყებს. ის არის ოთახის მცენარე და იმდენად სასიამოვნო სურნელება აქვს, რომ მთელ სახლში ვრცელდება. გაითვალისწინეთ, რომ დრაცენა სწრაფად იზრდება როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს, დამატებით კი ჰაერს კი დაბინძურებული ტოქსინებისგან გაწმენდს.

 

ფილოდენდრონი

 

გულის ფორმის მცენარე ნებისმიერი სახლის ინტერიერს ალამაზებს და საზაფხულო მუხტიც შემოაქვს. თუ სათანადოდ მოუვლით, ისინი წლების განმავლობაში ცოცხლობენ. ზაფხულში მას კენჭები ჩაუწყვეთ და ჩაუსხით წყალი. ეს მის ზრდას ხელს შეუწყობს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები