სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერირომელი მცენარეები უნდა გქონდეთ სამუშაო ოთახში

რომელი მცენარეები უნდა გქონდეთ სამუშაო ოთახში

მცენარეებს ჯადოსნური ძალა აქვთ – მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდია და არა მხოლოდ… სწორი მცენარეების შერჩევით თქვენ შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ მუშაობის ხარისხი და პროდუქტიულობის დონე. სწორედ, ამიტომ, ოფისებსა და სამუშაო სივრცეებში ბევრ მცენარეს შეხვდებით. ამას თავისი მეცნიერული მიზეზიც აქვს. თანამშრომლები, რომელთა სამუშაო სივრცის განუყოფელ ნაწილს მცენარეები წარმოადგენენ, 15%-ით უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ისინი, რომელთა ოფისშიც მწვანე ელემენტები არ გვხვდება. იგივე პრინციპი მოქმედებს სამუშაო ოთახის შემთხვევაშიც. ინტერიერის დიზაინერები თვლიან, რომ ჩვენი სამუშაო ოთახის მთავარი დეკორის როლს მცენარეები უნდა ითავსებდნენ. წარმოგიდგენთ იმ მცენარეებს, რომლებიც თქვენს სამუშაო ოთახს ან კუთხეს უნდა ამშვენებდნენ:

 

ოქროსფერი ეპიპრემნუმი

 

გულის ფორმის მქონე ფოთლოვანი, მარადმწვანე მცენარე ზუსტად რომ სამუშაო ოთახისთვისა განკუთვნილი. მცენარის ეს სახეობა სინათლის ნებისმიერ დონეს მარტივად ეგუება. რადგან სამუშაო ოთახში ბევრს მუშაობთ, რა თქმა უნდა, დრო მცენარეების მოსავლელად არ გექნებათ. ოქროსფერი ეპიპრემნუმი კი უმარტივესი მოსავლელია. მისი ლამაზი ფორმის ფოთლები ინტერიერში იმდენად დახვეწილ გარემოს ქმნის, რომ სამუშაო განწყობა აუცილებლად აგიმაღლდებათ.

 

აგლაონემა

 

აგლაონემა საკმაოდ საინტერესო მარადმწვანე მცენარეა. მწვანე ფოთლებთან ერთად, მას წითელი ან ვერცხლისფერი კენკრაც ამშვენებს. ეს მცენარე პოპულარულია ჩინეთში და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდაც აღიქმება.

 

ბენჯამინის ფიკუსი

 

ეს უნივერსალური მცენარეა, რომელსაც „მარტო დგომა“ უყვარს. ბენჯამინის ფიკუსის ფესვები ინდოეთის ტყეებიდან მოდის. არ დადგათ ფანჯარასთან ან კართან ახლოს, რადგან შემომავალი სიცივე მცენარეს ავნებს.

 

დრაცენა

 

დრაცენა ის მცენარეა, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ხშირად ირჩევენ ხოლმე. ამ მცენარეს შეუძლია სამუშაო ოთახში ფოკუსის წერტილი შექმნას და ნებისმიერი შემომსვლელის ყურადღება მაშინვე მიიპყროს.

 

რადგან თითოეული სამუშაო ოთახი კომპიუტერით არის აღჭურვილი, ჰაერში ბევრი საზიანო ტოქსინი გროვდება, რომელთა მოშორებაში დიდ როლს დრაცენა თამაშობს.

 

სანსევერია

 

ყველაზე უპრობლემოდ მოსავლელი მცენარე სანსევერიაა, რომელსაც შეუძლია უწყლოდ, დაბალ სინათლეზე ერთი თვეც კი გაძლოს. მისი უხეში შესახედაობა კი შეიძლება თქვენი სამუშაო უნარჩვევებისთვის დიდი სტიმულიც კი აღმოჩნდეს.

READ  5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

 

მიმზიდველი მონსტერა

 

სახელის მიუხედავად, ამ მცენარეს ლამაზი ვიზუალი აქვს და მორწყვაც ორ კვირაში ერთხელ უნდა. ის იზრდება სწრაფად, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ქოთანი დაგჭირდებათ. ეს მცენარე ასევე არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს.

 

კაქტუსი

 

სამუშაო ოთახის განუყოფელი ნაწილი კაქტუსია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის სამუშაო სივრცეებისთვისაა შექმნილი. კაქტუსს არ სჭირდება ხშირი მორწყვა. ის ჰაერს დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან იდეალურად წმენდს. გაითვალისწინეთ, რომ კაქტუსს უყვარს ბევრი სინათლე და უმჯობესია, თუ მას ფანჯრის რაფაზე დადგამთ.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
ორი სიმპტომი, რომელიც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაჩვენებელი იყოს

ორი სიმპტომი, რომელიც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაჩვენებელი იყოს

აპრილი 8, 2025
რეტრო სტილის ინტერიერი სამზარეულოში

რეტრო სტილის ინტერიერი სამზარეულოში

8 აპრილი 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები