რემონტის დაწყება მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდია მისი მასშტაბი. პროცესში ბევრი ისეთი დეტალი იჩენს თავს, რაც წინასწარ გათვალისწინებული არ გვქონდა, დაგეგმილ დროში თითქმის ვერასდროს ესწრება რემონტის დასრულება და ზოგჯერ მასალებიც მოგვაკლდება ხოლმე. შედეგად, ხარჯი იმაზე მეტი გამოგვდის, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. გარდა ამისა, რემონტის პროცესი ხანგრძლივი და არც თუ ისე სასიამოვნოა, შესაბამისად, ინტერიერის ცვლილებისას ყოველთვის ვფიქრობთ, რომ სიმყარისა და გამძლეობის გარდა, ჩვენი დიზაინი თანამედროვე და გამორჩეული იყოს, ერგებოდეს ყველა დროს, რათა მისი შეცვლა ხშირად არ მოგვიწიოს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი სტრესი და ხარჯი, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ და სანდო სარემონტო კომპანია „მწვანე ფერსაც“ გაგაცნობთ.
წინასწარ დაგეგმეთ სავარაუდო ხარჯები
რემონტის დაწყებამდე, კატეგორიებად დაყავით თქვენი შესაძლო ხარჯები და ჩამოწერეთ დაჯგუფებულად. ბაზარზე ჩაატარეთ მცირე კვლევა, სად რა ფასად შეძლებთ შეიძინოთ საჭირო ნივთები და მასალები, რა არის ხელობის საშუალო ფასები, შეადგინეთ ხარჯთაღრიცხვის გეგმა დეტალურად, მასალების რაოდენობისა და საცალო ფასების მიხედვით და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დათვლილი თანხის მიღმა, აუცილებლად უნდა გქონდეთ გათვალისწინებული დანაზოგი. თანხის გადახდა მასალებისა და ხელობის გარდა მოგიწევთ ადგილზე მოტანისა და გადაზიდვებისთვის, რემონტის შემდგომი დასუფთავებისთვის და ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო ძვირდება მასალების შემოტანის ხარჯები, რაც პირდაპირ აისახება გასაყიდ ფასზეც და თქვენთვის სასურველი ნივთები შესაძლოა რემონტის პროცესშივე გაძვირდეს. გირჩევთ, დაგეგმილ ოდენობაზე დაახლოებით 10%-ით მეტი პროდუქცია შეიძინოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასალების მოულოდნელი დანაკლისი. სარემონტო საშუალებების შესაძენად მომხმარებელს ორი საშუალება აქვს: ბაზრობები და ჰიპერმარკეტები. ჰიპერმარკეტი საყიდლებისთვის მეტად კომფორტულია, თუმცა ბაზრობასთან შედარებით აქ უფრო მაღალი ფასებია და ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება თანხის დაზოგვასა და კომფორტს შორის უწევს ადამიანს. იმისთვის, რომ დავზოგოთ დრო და ენერგია, შეგვიძლია პროფესიონალებს ვანდოთ რემონტის ეფექტურად დაგეგმვა.
წყარო:https://house.ge
მასალის გამოყენების პირობები