საახალწლო მცენარეები მხიარული და ბედნიერი ახალი წლისთვის

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საშობაო-საახალწლო პერიოდში დღესასწაულის შექმნასთან ერთად გარემოზე ზრუნვის საკითხებიც პრიორიტეტულია. ყველაზე მეტად კი ეს თემა ნაძვის ხეებს ეხება. მსოფლიო ნელ-ნელა თანხმდება იმაზე, რომ ბუნებრივი ხის მოჭრას, ხელოვნური ნაძვის ხე ჯობს, რომელიც გამძლეობით, ფასით და უსაფრთხოებით გამოირჩევა. ხელოვნურ ნაძვის ხესთან ერთად გაჩნდა ალტერნატიული ვარიანტის იდეებიც, როგორებიცაა, საახალწლოდ სხვადასხვა სახლის მცენარის მორთვა. წარმოგიდგენთ საახალწლო მცენარეებს, რომლებიც ბინას ფერებითა და სიცოცხლით აავსებენ.

 

შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მექსიკური ფესვების მქონე ეს ულამაზესი დეკორატიული მცენარე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ოთახის პირობებში ის მინიატურული ჯუჯის ფორმის იზრდება. მცენარეს იმდენად მრავალფეროვანი და ულამაზესი ფოთლები აქვს, რომ სადღესასწაულო გარემოს ნამდვილად შეგიქმნით. პუანსეტია სწორედ შობა-ახალი წლის პერიოდში ყვავილობს, მისი ყვავილები კი ვარსკვლავებს წააგავს, აქედან გამომდინარეობს პუანსეტიას მეორე სახელწოდებაც – შობის ვარსკვლავი.

რაც შეეხება მის მოვლას, პუანსეტიას სინათლე და მზე უყვარს. იდეალური ტემპერატურა მისთვის 16-დან 22 გრადუსამდე მერყეობს. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ფოთლები მოიწყენენ.

 

შლუმბერგერა იგივე საახალწლო კაქტუსი

უჩვეულო თვისებების მქონე შლუმბერგერა იგივე საახალწლო კაქტუსია, რომელსაც საქართველოში დეკემბერას სახელითაც იცნობენ. კაქტუსის ეს სახეობა, უჩვეულოდ, დეკემბერ-იანვრის პერიოდში ყვავის.

რადგან მცენარეს ბრაზილიური ფესვები აქვს, ის ბუნებაში ტროპიკულ ტენიან ჯუნგლებსა და ტყეებში ხარობს. შესაბამისად მას ნესტიანი გარემო უყვარს და იდეალურია სახლში ისეთი სივრცეებისთვის, როგორებიცაა, სააბაზანო და სამზარეულო.

დეკემბერში შლუმბერგას უხვი მორწყვა უნდა დაიწყოთ და მის ყვავილობას დაელოდოთ, რომელმაც შეიძლება იანვრის ბოლომდეც გასტანოს. აყვავილებული კაქტუსი კი თქვენს საახალწლო ინტერიერს ულამაზეს იერს მიანიჭებს.

 

ციკლამენი იგივე ყოჩივარდა

ციკლამენს ანუ ყოჩივარდას  მესამე სახელიც აქვს და მას ალპურ იას უწოდებენ. უჩვეულო და ულამაზესი ფერების მქონე ყვავილები ლამაზი და ფერადი პეპლების გუნდს მოგაგონებთ. სასიამოვნო სურნელება და სხვადასხვა ფორმის ყვავილები საახალწლო ინტერიერის ულამაზესი ნაწილი გახდება.

READ  რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

ციკლამენი მომცრო ოთახის მცენარეა და ის უმჯობესია საშუალო ზომის ქოთანში ჩარგოთ. ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა ის მწველ სითბოსა და გამათბობელს მოარიდეთ. ყოველი შემდეგი მორწყვისას, ნიადაგის გაშრობას დაელოდეთ.

 

აზალეა

აზალეა ის მცენარეა, რომელსაც ზამთარში გაზაფხულის მოყვანა შეუძლია. მხიარული, ნათელი ფერების ყვავილები დეკემბრის პერიოდში ხარობს ანუ მაშინ, როდესაც სიხალასე და სინათლე ყველაზე მეტად გვჭირდება ხოლმე. გასაკვირი არც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ აზალეას საახალწლო საჩუქრადაც იყენებენ.

რაც შეეხება საახალწლო აზალეას მოვლას, ის ფანჯრის რაფებზე არ დადგათ და მზის პირდაპირ სინათლეს მოარიდეთ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ მისი ნიადაგი გამომშრალი არ იყოს. თუ ჩვენ აზალეას სათანადო პირობებს შევუქმნით, ის თავისი სილამაზით მრავალახალ წელს გაგვილამაზებს.

 

ორქიდია ფალენოპსისი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორნამენტული სახლის მცენარე, ორქიდეა, წლის ამ დროს მართლაც არაჩვეულებრივ დეკორაციას წარმოადგენს.

ფალენოპსისები დიდხანს ყვავილობენ. მათი ფესვები აქტიურად მონაწილეობენ ფოტოსინთეზის პროცესში, ამიტომ თუ მცენარეებს გამჭვირვალე პლასტმასის ქოთანში გადაიტანთ, მზის სხივები მათ უკეთესად მისწვდებათ.

წყარო

#drpkhakadze

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). საახალწლო მცენარეები მხიარული და ბედნიერი ახალი წლისთვის. 15 დეკემბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/saakhaltslo-mtsenareebi-mkhiaruli-da-bednieri-akhali-tslistvis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. საახალწლო მცენარეები მხიარული და ბედნიერი ახალი წლისთვის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/saakhaltslo-mtsenareebi-mkhiaruli-da-bednieri-akhali-tslistvis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  ლურჯი და ცისფერი დეტალები საახალწლო ინტერიერში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network