ინტერიერში ნათელი, წითელი ფერის დეტალები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას – ჩვეულებრივ დღეებშიც კი სადღესასწაულო განწყობას ქმნის, ხოლო საახალწლოდ ის აუცილებელიცაა, წითელი ხომ თვით სანტა კლაუსის ფერია!
სანტა კლაუსს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი სახელი აქვს, მაგრამ ამით არსი არ იცვლება, ბავშვები მისგან სასწაულებს ყველგან ერთნაირად ელიან, დიდები სანტას სიმბოლიკის შესაფერისი დეკორის შექმნით იქცევენ თავს 😉 😉
ერთი სიტყვით, წითელ ფერსსასახალწლოდ გვერდს ვერაფრით ავუვლით.
ეს გალერეა აგრძელებს საახალწლოდ სახლის დეკორირების შესახებ პოსტების სერიას. ჩვენ უკვე განვიხილეთოქროსფერი ინტერიერი, ახლა კი წითელის დროა!
სანტა კლაუსის წყალობით წითელის აუცილებელი საახალწლო თანამგზავრი ყოველთვის თეთრია, მაგრამ ის არანაკლებ ეფექტურად გამოიყურება მწვანესთან, ვერცხლისფერთან და ოქროსფერთან შეხამებისას.
დაათვალიერეთ ჩვენი საახალწლო “წითელი გალერეა” – ოთხების მოწყობით დაწყებული, საახალწლო სუფრის დეკორირების იდეებით და საჩუქრების შეფუთვით დამთავრებული.
იმედია, იპოვით იდეას, რომლის განხორციელებაც თქვენს დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის.
საახალწლო ინტერიერი წითელი აქცენტებით:
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე წითელი პალიტრით:
წითელი ფერი საახალწლო სუფრაზე:
სანთლები საახალწლო დღესასწაულის გასალამაზებლად:
საახალწლო წვრილმანები წითელ პალიტრაში: