კვირა, ივნისი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისაზაფხულო ინტერიერის განსხვავებული ტენდენციები

საზაფხულო ინტერიერის განსხვავებული ტენდენციები

ზაფხული ცვლილებებისა და სიახლეების სეზონია. ზუსტად ახლა შეიძლება, განსხვავებული ტრენდები ვცადოთ, ფერებითა და ქსოვილებით “ვითამაშოთ“. გთავაზობთ 9 იდეას, რომელიც ზაფხულში გამოგვადგება

მუქი ხისფერი და ტყავი

ტრენდი, რომელიც დროს უძლებს – წაბლისფერი ხის შემოტანა სითბოს და სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ. ყავის ან საწერი მაგიდა, თაროები – შეცვალეთ მათი ფერი. ამ ყველაფერს შეიძლება მოდერნის სტილის ხალიჩა ან ვინტაჟური აქსესუარები შეუხამოთ.

ზღვის ნაპერწკლები

ნიჟარები, ზღვის ფერები, ნებისმიერი რამ, რაც პლაჟს მოგაგონებთ – შეგიძლიათ, თამამად შეიტანოთ ინტერიერში.

საზაფხულო ინტერიერის განსხვავებული ტენდენციები | შენი ინტერიერი

ფერადი ხალიჩები

დაწყებული 70-იანი წლებიდან დამთავრებული მაროკოს სტილის ხალიჩებით – ყველა სტილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც კი სიფერადეს შემოიტანს თქვენს ინტერიერში.

„ბრწყინვალე“ დეკორი

ინტერიერში მზის ამრეკლავი ან კრისტალის დეკორი შეიტანეთ, რაც თქვენს ინტერიერს ბრწყინვალეს გახდის.

ვინტაჟი ინტერიერში

დავაბრუნოთ ვინტაჟი – თუმცა ის არსად წასულა და არასდროსაა ისე აქტუალური, როგორც ზაფხულში. ყვავილების პრინტი ბალიშებზე – იდეალური იქნება.


შემოიტანეთ მცენარეები, მცენარეები, მცენარეები

თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ ოთახის ყვავილებით და ზოგადად, მცენარეებით, ზაფხული სწორედ ეს დროა.

საზაფხულო ინტერიერის განსხვავებული ტენდენციები | შენი ინტერიერი

განაცხადი უზარმაზარი ნახატით

გამოიყენეთ მკვეთრი ფერებისა და დიდი ზომის ნახატი, ისეთი, რაც თქვენც ინტერიერში მხიარულებას შემოიტანს.

მძიმე მეტალების მიქსი 

დაწყებული ოქროსფერი შანდლებით დამთავრებული სარკის ვერცხლისფერი ჩარჩოთი – ყველაფერი შეგიძლიათ ზაფხულის სეზონზე გამოიყენოთ.

BoHo Chic 

ეს არის ბალანსი ნატურალ ხეს, დეკორატიულ ხელოვნების ნიმუშებსა და მკვეთრ, ფერად ბალიშებს შორის, რაც ზაფხულში ასევე აქტუალურია.

საზაფხულო ინტერიერის განსხვავებული ტენდენციები | შენი ინტერიერი

წყარო:https://www.facebook.com

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  შპალერი აბაზანაში-რამდენიმე იდეა განსხვავებული ინტერიერისათვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები